შენი თვალები, შენი შორტი ზომაზე დიდი, შენი ფეხები ყავისფერი, შავი სათვალე, რომელიც მომწონს, შენი სიტყვები - საყვარელნი, ზოგჯერ ცრუები, მე ეს არ მომწონს, მაგრამ ყველა ამ მიწაზე, დედამიწაზე, თვალებს ხუჭავს, როდესაც უყვარს, როდესაც მოწონს და შენ რას ფიქრობ, როცა ზიხარ, როცა მიყურებ, როცა ლოცულობ, როცა მგზავრობ, როცა მიფრინავ, როცა ოცნებობ.
ვერაფერს მეტყვი, ჩვენ აღარ გვაქვს საერთო სიტყვა, რომ მოვეჭიდოთ და მდინარე გავცუროთ ერთად, არც ოთახი გვაქვს შესაკედლები, აღარც ლამაზი ღმერთები გვიყვარს, რჩება წარსული სანუგეშოდ, რჩება სიჩუმე, უზომო სევდა, შენ აღარ გრჩება სიტყვა სათქმელი და არც მე გიწვევ ახალ თამაშში, ალბათ არასდროს აღარ შევხვდებით, ალბათ არასდროს არ მოხვალ ჩემთან, და მე ვოცნებობ, აბაზანასთან შენ დამელოდო, როგორც მორისონს პამელა კურსონი.
მე ვკაიფობდი, სამი ღამე არ მქონდა სექსი და მეოთხე დღეს ჩახუტება ღმერთთან მომინდა.
მე აღარ მესმის შენი სიმღერა, მე ისევ მომწონს შენი თვალები, მე აღარ მომწონს, როცა ვიღვიძებ და ძველ სიყვარულს ვეთამაშები, რადგან ბავშვობა ისევ გიხსენებს, ისევ მინდება ხშირად გიყურო, შლოპანცი 40 ზომა ვიყიდე, კეტები დამეხა, ხელფასი ჩამერიცხა დღეს დილით, სულ ერთია ჩემთვის.
მე და პატრიარქი ნათესავები ვართ, მე მახსოვს მისი სახე სამების კარებთან, მე სამი წელი ვებრძოდი ეშმაკს და ორი წელი ღმერთს. დიდი ხანია აღარ დამინძრევია, ვფიქრობ დასრულდა წარსულის შრომი, ისევ ძველ ფიქრებს ვუბრუნდები, ისევ სიყვარული მიტაცებს, ზოგჯერ თეთრი ლექსის წერა მინდა, ზოგჯერ დათუნია კანფენტი.
შენ შეგიძლია დაირქვა ღმერთი, შენ შეგიძლია ეშმაკთან მოკვდე, შენ შეგიძლია ილოცო ღამით და ან დაბოლდე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|