ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფრიდონი
ჟანრი: პოეზია
18 მარტი, 2016


უაზრო მონოლოგი უფალთან

ჩემს თავს დავარქმევ ,,ანტი-პლაგიატს",
რადგან სხვას ვაწერ ჩემს ნათქვამ სიტყვებს
კარგია,რადგან ასე ავცდები
ზედმეტ შენიშვნებს,უაზრო კითხვებს.

ჩემს თავს დავარქმევ ,,ანტი-პლაგიატს",
რადგან ტერენტის მოვპარე აზრი,
მისთვის სოცოცხლის ამაოებამ,
მე დამანახვა ცხოვრების არსი.

უკუნითიდან უკუნსამდე
საყვარელის საფლავს დავეძებ ახლაც
სასაცილოა ისევ დავეძებ,
როცა ვიცი,რომ მუდამ თან მახლავს.

სულის სარკიდან მცხვენია ცქერა,
მტკივა!თვალსა მჭრის მე შენი მზერა,
რთულია ეს გზა ეკლებსა ვთელავ,
ვცდილობ და ჯერაც ვერ გნახე, ვერა!

ვიცი შემინდობ, მაგრამ ჯერ ვერ გთხოვ,
რადგან ვხვდები, რომ არა ვარ ღირსი,
ვიცი, რომ ხედავ, შენ მუდამ მხედავ
მე შენთან მინდა, მე შენთვის ვიბრძვი.

მაგარამ, რა არის უძლურის ღვაწლი?
დღეს ისევ ცრემლით დასველდა ღაწვი,
ისევ ეშმაკის ლაგამი მჩრია,
დღეს ისევ ყულფში გავები მაჩვი.

მე შარაგზაზე მივდივარ ახლა
და შენს მისამართს ქუჩაში ვითხოვ,
გავიგე მთისკენ ბილიკი მიდის,
მთაც და ბილიკიც შენა ხარ თვითონ..

მე პლაგიატი ვყოფილვარ თურმე
შენს ნათქვამ სიტყვებს ვიჩემებ ისევ,
მარტოდ ჰაერი,მიწა ვარ მხოლოდ,
სიცარიელეს კვლავ შენით ვივსებ.

უკუნითიდან უკუნისამდე
თურმე სულიკო მუდამ, სულ იყო
იცით მე არა ის მეძებს თვითონ
თუ გინდათ მასთან, უნდა სრულ იყოთ..

15.03.2016 კადეტთა სამხედრო ლიცეუმი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები