 | ავტორი: ელენა ჟანრი: პოეზია 22 მარტი, 2016 |
ხანდახან, როცა მთელ სიტკბოს გამოვაცლი ხოლმე კევს კბილებს აქეთ გამომაქვს, აქეთ-იქით ვიხედები, როგორც ონავარი მაძუგი და შეუმჩნევლად ხელში ვიტაკებ ხოლმე. მერე საჭიროა რამდენიმე ნაბიჯის ჩვვეულად გადადგმა ვერავინ რომ შეგნიშნოს და არავინ იეჭვოს, რომ საცაა ხელიდან ჰაერში ააგდებ და ფეხით, როგორც ბურთს, აისვრი, რაც შეიძლება მაღლა და შორს წვენგამოცლილ კევს. თანაც სურვილს მიაყოლებ: - ბედნიერება! - ასე იცი ხოლმე ჩათქმა და რას გულისხმობ, ეგ კი არ იცი, მაგრამ ხვდები, რომ ცოტათი უნდა ჰგავდეს კევს და ჩაის, წყურვილს და ასეთ რამეებს, კოღოს ნაკბენს, ნაკაწრს და მისი შეხორცების ლოდინს და ყოველ დღე ცალი თვალის შევლებას, რადგან ორით ძნელია. აი, ასე მინდა ხოლმე საღეჭი რეზინის ანუ მოფერებით, კევის, პირიდან ხელში, ხელიდან ჰაერში და ჰაერიდან ფეხით აგდება, რაც შეიძლება მაღლა და შორს, მაგრამ აღარ შემიძლია, რადგან მითხრეს, რომ კევები ურნებში უნდა ჩააკრო, ქუჩაში დაყრილი კევებისგან დამშეული ჩიტები იხოცებიანო მუცლის ტკივილით. ბრუციან ჩიტებს და ჩემს აუსრულებელ, ვეღარჩათქმულ სურვილებს ახლა მშვიდად შეუძლიათ იყვნენ. მე კი ჩემი უკვემიკრული კევების იმედად გავძლებ ალბათ კიდევ დიდხანს. ალბათ ბოლომდეც.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ფრიად საინტერესო იქნებოდა თქვენი შეგრძნებითი ლექსი ბებიის (ან, სულაც, დედის, მაგრამ ბებია უკეთ ჯდება ამ თემაში) მიერ ზაფხულის მზიან და ცხელ შუადღეს მოხუფული მწიფე და სისხლივით წითელი ალუბლის კომპოტის ზამთარში გახსნისა და დაგემოვნების შემდეგ, ზემოთ ნახსენები, წვნიანი ალუბლის კბილებში მოქცევის და შემდეგ მისი კურკის პირში ხანგრძლივი თამაშის პროცესი, კურკის, რომელიც საბოლოოდ წარმატებით გადმოგადგებოდათ შურდულით, ე.წ. ,,რაგატკით" სროლისას
ფრიად საინტერესო იქნებოდა თქვენი შეგრძნებითი ლექსი ბებიის (ან, სულაც, დედის, მაგრამ ბებია უკეთ ჯდება ამ თემაში) მიერ ზაფხულის მზიან და ცხელ შუადღეს მოხუფული მწიფე და სისხლივით წითელი ალუბლის კომპოტის ზამთარში გახსნისა და დაგემოვნების შემდეგ, ზემოთ ნახსენები, წვნიანი ალუბლის კბილებში მოქცევის და შემდეგ მისი კურკის პირში ხანგრძლივი თამაშის პროცესი, კურკის, რომელიც საბოლოოდ წარმატებით გადმოგადგებოდათ შურდულით, ე.წ. ,,რაგატკით" სროლისას
4. რა კაი ტიპი ხარ :D რა კაი ტიპი ხარ :D
3. მე სულ მასე ვაგდებ კევს მე სულ მასე ვაგდებ კევს
2. რა კარგია ^_^ ნეტავ რამდენნი ვართ ოცნებისგუდიანი კევისმკვრელები რა კარგია ^_^ ნეტავ რამდენნი ვართ ოცნებისგუდიანი კევისმკვრელები
1. ჰეჰ. გინდა რაღაც მოგიყვე? = )
დიდი ხნის წინ, როცა ჯერ კიდევ მიხაროდა რომ დავიბადე როცა ჯერ კიდევ მჯეროდა სურვილების ასრულების, მქონდა ასეთი ტრადიცია -
ყოველ საღამოს, სახლში დაბრუნებისას, ლიფტში რომ განვმარტოვდებოდი და საღეჭი რეზინიც წვენგამოცლილ, ფუნქციაამოწურული გახლდათ, მთელი რიტუალი იყო მისი მიკრობა ლიფტის ფარულ ადგილებში და სურვილის ჩაფიქრება. და როცა ის იქ აღარ დამხვდებოდა (ანუ ჩამოვარდებოდა) სურვილიც ამისრულდებოდა.
დავდიოდი ასე, ვაკრობდი და ვამოწმებდი, ვუთქვამდი და ვისრულებდი სურვილებს. და თქვენ წარმოიდგინეთ ყოველი ჩამოვარდნილი საღეჭი რეზინი ასრულებულ სურვილად გადაიქცა. მხოლოდ ორია დღემდე შერჩენილი = )
აი ასე იყო, ჩემო კარგო და იყო და არა იყო რა = ) ( =
ჰეჰ. გინდა რაღაც მოგიყვე? = )

| მონაცემები არ არის |
|
|