ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელენა
ჟანრი: პოეზია
25 მარტი, 2016


როგორ მინდოდა ჩაი

ერთხელ ბავშვობაში
მე ძალიან მინდოდა ჩაი.
ისე მინდოდა ჩაი, ისე მინდოდა..
მაგრამ მე არ მქონდა ჭიქა
და არ მქონდა კოვზი
და არ მქონდა ტუჩები
და არ მქონდა ენა
და არავინ მომცა ტუჩები
და არავინ მომცა კოვზი
და არავინ ჩაიგროვა თავის ხელებში
ჩემი ჩაი
და მე დავრჩი ჩემს ნდომასთან მარტო
და მე მინდოდა განა მარტო ჩაი
არამედ ტუჩები
და ხელები
და მინდოდა
მქონოდა ენა,
რომ გამეგო
რა იყო ჩაი,
რადგან ერთხელ ბავშვობაში,
მე ძალიან, ძალიან
მინდოდა ჩაი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები