ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პროზა
26 მარტი, 2016


ჰანსი

უბრალო არის,
თავაზიანი,
სხვის უხეშობასაც
ფარავს ზრდილობით,
42-ში გაიწვიეს,
გარდარჩა,
დაბრუნდა,
ბაღს უვლის,
აგერ ხომ ხედავ კვლებში დადის,
ამას წინათ იაჰვეს მოწმეებმა შესთავაზეს საუბარი,
არ უუარია, თუმცა მისთვის სიტყვა ღმერთი დედას უფრო უკავშირდება, ვიდრე რელიგიურ ექსტაზს,
დედას, რომლის სითბო გაახსენდა,
როცა ერთ მზიან დღეს საბჭოთა კავშირელი ჯარისკაცი გადაარჩინა უეჭველ სიკვდილს.
ის ჯარისკაცი იყო, რომელმაც შემდეგ რაიხსტაგზე წითელი დროშა ააფრიალა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები