ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარრურუა...
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
31 მარტი, 2016


ნინო მონასელიძეს

შენმა სიტყვებმა გული გამითბო
და ამიცრემლა ქართველს თვალები,
მტერო! ამ მიწას არც მე დაგითმობ,
ასე იბრძოდნენ ჩვენი ქალები.

თამარისა და ქეთევანის ერს
არ უწერია მართლაც სიკვდილი,
თუმც ჯერ არ ვხედავთ ლაღს და ბედნიერს,
არ დაიღლება ბედთან ჭიდილით.

ო, წმინდა ნინოს კარგო სეხნიავ -
ხარ საქართველოს ტურფა ასული,
სუფრაზეც ბევრჯერ დამიკვეხნია
ჩვენი ლამაზი ქვეყნის წარსულით.




ანი ჟირარდოს სეხნიავ...

ამ ლექსს ეს გული გიწერს,
წუხელ სიზმარში გნახე,
ჩემშიც სიხარულს იწვევს
შენი ლამაზი სახე.

ანი ჟირარდოს სეხნიავ -
წუხელ სიზმარში გნახე,
ცხადად კი დამილოცნია
შენი ნატიფი სახე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს