შენ თქვი,რომ ცივი წვიმა არასდროს გიყვარდა. არც ის, მზე რომ აღმოსავლეთით კი არა, დასავლეთით ჩადის... შენი აივანი სავსეა მკვდარი ჩიტებით, თებერვლის სიცივით. წვიმის წვეთებით. და ა.შ.
(თუნდაც ჩემი არყოფნით)..
შენ თქვი,რომ არასდროს გაშინებდა ჩვენი სიშორე, ახლა-სიახლოვე გაშინებს.
შენ არც კი იცი, თუ როგორ განვიცდი, შენს თითოეულ,ღრმა ამოსუნთქვას. (ქუჩის სიცივით სავსეს). სულ გეუბნებოდი: -სიამოვნებით ჩაგეხუტებოდი მეთქი, სუნთქვაშეკრული. და დამავიწყდა ახლაც რომ მეთქვა.
ჰო,შენი სუნთქვა ახლა,მზესთან უფო ახლოა, სითბოთი სავსე. მზესავით სავსე. თებერვლით სავსე. იმედით სავსე.
აქ,ქარებია და ნარჩენი თოვლი,შენ რომ დამიტოვე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. აქ ბოლო ხაზი მომწონდა. ახლაც.
აქ ბოლო ხაზი მომწონდა. ახლაც.
7. ხომ.ეხა უკვე ვსვამ დღეებია. მერე მოგიყვები :* ხომ.ეხა უკვე ვსვამ დღეებია. მერე მოგიყვები :*
6. აბა მარტო ეწევი? :) აბა მარტო ეწევი? :)
5. მე აღარ ვწერ თამარ. მე აღარ ვწერ თამარ.
4. ისევ გადავხედე ჩემს კომენტარს და, რამდენი "მეჩვენება" დამიწერია. ასეა, გვიან არ უნდა წერო კომენტარები ადამიანმა. :) ისევ გადავხედე ჩემს კომენტარს და, რამდენი "მეჩვენება" დამიწერია. ასეა, გვიან არ უნდა წერო კომენტარები ადამიანმა. :)
3. რაღაცნაირია :) მომწონს.
რაღაცნაირია :) მომწონს.
2. შენი ნაწერები ძალიან გულწრფელი და ბუნებრივი მეჩვენება ხოლმე ისიც მეჩვენება რომ ერთი ამოსუნთქვით წერ ძირითადად. ხანდახან ისიც მეჩვენება რომ მეტი შეგიძლია, ალბათ იმიტომ რომ ერთი ამოსუნთქვით წერ. ) შენი ნაწერები ძალიან გულწრფელი და ბუნებრივი მეჩვენება ხოლმე ისიც მეჩვენება რომ ერთი ამოსუნთქვით წერ ძირითადად. ხანდახან ისიც მეჩვენება რომ მეტი შეგიძლია, ალბათ იმიტომ რომ ერთი ამოსუნთქვით წერ. )
1. კარგი ნაწერია +2 კარგი ნაწერია +2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|