ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მინიმე
ჟანრი: პოეზია
3 აპრილი, 2016


უბრალო

ზოგჯერ დასასრულზე მეტად
დასაწყისი მტკივა.
დიდი ხანი არაა რაც ადამიანების
აღარ მჯერა.
თვალებიც არ ყოფილან ყოველთვის
გულწრფელნი.
ცხოვრება მხოლოდ გარედან ჩანს ლამაზი
და ამ სილამაზესაც ამახინჯებენ.
ისინი გვაქცევენ ზურგს ვისის გვჯერა
და ისინი გვხვევენ მხარზე ხელს ვინც დავივიწყეთ.
ბედნიერება ისეთი უცხო რამ გახდა ჩვენთვის,რომ
შეიძლება მისმა უეცარმა მოსვლამ გული დაგვწყვიტოს.
რა უნდა ვთქვა არ ვიცი ..
და მაინც
ხანდახან ვინმემ ჩამიხუტეთ გულში
ძლიერად,რომ ვიგრძნო
ჩემი არსებობა დედამიწაზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები