ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პროზა
12 აპრილი, 2016


ღვთაებრივი იდენტიფიკაცია (1)




.................................................
კოსმოსური ხომალდი "სამება" მარდად მიაპობდა კოსმოსს..
    ხომალდზე  იდეალური წესრიგი სუფევდა, , რეაქტორი ნაკურთხ სანთლებზე მუშაობდა.....მონიტორებზე კი, ანუ ხატებზე, ერთი და იგივე დოკუმენტური კლიპი იყო ჩართული...წმინდა მამათა ცხოვრება, იესოს შემოსვლა იერულასლიმში, იესო  ვირზე იჯდა, კონოვარსკვლავივით ფართედ იღიმებოდა, ხელის ქნევით იშორებდა თაყვანისმცემლებს, ხანდახან მორცხვად წაიჩურჩულებდა ხოლმე ....."კომენტარის გარეშე " ...თან  თვალს არიდებდა კამერებს , ლაზარეს აღდგინება, ჯვარცმის ვიდეო... ალანესო ბაბეკუარის მუსიკაზე ....ბაბილონის გოდოლი, ანუ პირველი მობილური, ფიჭური ანტენის მშენებლობა და გაქცეული მუშები, რამეთუ მათ ჯერ ხელფასის მაგივრად ჩინური ტელეფონები შესტენეს , მერე ტელეფონების მენიუ სხვადასხვა ენაზე ამეტყველდა..........სამზარეულოს მონიტორებზე კიდევ ადამ და ევას ცნობილი კლიპი, როცა ისინი განდევნეს კაცობრიობის ისტორიაში პირველ კოსმოსურ ხომალდ "ედემი"-დან,  ტუტუცმა ევამ ,რომელიღაცა პლანეტაზე დაჭერილ ქვეწარმავალს დაუჯერა, გარეთ, შე სულელო დედაკაცო, ვაკუუმი კი არა  სუფთა ჰაერიაო!!!..... და ილუმინატორი გააღო შუა კოსმოსში! .... რით დამთავრდა ეს ამბავი,  თქვენ უკვე იცით....

..................................................................

    ხომალდ სამებას უსერიოზულესი მისია ებარა...ღმერთის აღმოჩენა, იდენტიფიცირება  და შესწავლა.....ასევე, იქნებ ბედი გაუღიმებდათ , დაიჭერდნენ, დააძინებდნენ და დედამიწაზეც ჩამოიყვანდნენ! რამეთუ დედამიწაზე საშინელი ქაოსი სუფევდა....აჯანყებული ადამიანები მსოფლიოს ყველა  ქალაქში არბევდნენ, წვავდნენ ყველაფერს ...ყვიროდნენ ღმერთმა შეგვქმნა და მიგვატოვაო! დავაბრუნოთო ღმერთი!  რეალური ღმერთიო, ლაპარაკის ნაცვლად....

.........................................


    სადილი ხომალდის მრევლს , ანუ  ეკიპაჟს ისევ სამარხვო ქონდა....ლობიოში უცხიმოდ  მოხარშული  კურდღელი...ხომალდის კაპიტანი, ანუ მამაო ახლა  თავის მოსასვენებელში იწვა, ორი კდემამოსილი ქალბატონი ეხმარებოდა მძიმე დღის შემდგომ სტრესის მოხსნაში..ერთს ბოქვენზე ეფერებოდა და მეორეს მომჩვარულ დუნდულებს უზელდა გაშმაგებით. ...დროს უქმად არც ეკიპაჟის დანარჩენი წევრები კარგავდნენ....სამანქანო განყოფილებიდან სამზარეულომდე ყველანი ძირს ეყარნენ..ლოცვის და ვახშმის შემდგომი  ორგია პიკს აღწევდა.....ადამიანები გადაღლილნი იყვნენ ამ მოგზაურობით და დათრგუნულნი  ..მხოლოდ ცხოველურ , ინსტიქტურ სექსში ეპოვნათ შვება...ისინი უკანალს და პირს  არა მხოლოდ დანიშნულებისამებრ, არამედ ტერმინალადაც იყენებდნენ....ანუ  შესატვირთავად ....ჭამა , ლოცვა,  სექსი და  მოლოდინი  სუფევდა კოსმოსურ  ხომალდზე..სახელად სამება...რომელიც მარდად მიაპობდა კოსმოსს..ღმერთის ხილვის მოლოდნში ოთხი თაობა შეიცვალა უკვე .......და ჯერ ვერ ეპოვნათ უფალი ....

ს.ნ. 2016


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები