ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
13 აპრილი, 2016


შენ კარგად იცი...

შენ კარგად იცი ამ ქვეყანაზე
რა მიხარია, რა მიყვარს, რა მწყინს,
დღესვე თუ არა, სიყვარულს ხვალ - ზეგ
მედეასავით შევსწირავ საწმისს.

შენ კარგად იცი სიყვარულისთვის
თავის განწირვაც არ მენანება,
კეთილი ხალხი ჩემი სულისთვის
მჯერა, ილოცებს დაუნანებლად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები