და მე ვარ უბილეთო მგზავრი, მგზავრი, რომელიც ყველას გაურბის და მარტოხესავით მოწყვეტილი დგას, მიწიდან ამოთხრილი და ფესვებგადაჭრილი საკუთარ თავს, რომ ვეღარ ცნობს, სხვა ხეთა შრიალიც კი შიშის ზარსა სცემს და ქარის ამოვარდნის ეშინია, რადგან ბოლოს მოვარდნილმა გრიგალმა დააცალა ისედაც სათითთაოდ შემორჩენილი იმედი, ოცნება თუ რწმენა. მე უბილეთო მგზავრი ვარ, რომელსაც არ შერჩა სხვა გზა, გარდა მალვისა, დარცხვენით იკეტება და ოთხად იკეცება, ოღონდ სხვამ არ იპოვოს, ოღონდ არ შეხვდეს ამაყი თვალი, რომელიც მას ყოველთვის ამრეზით უმზერსს. მე ვარ უბილეთო მგაზვრი, რომელიც, გარეთ გაგდებული ძაღლივით, მაინც ფანჯარასთან წკმუტუნებს ,გულსაკლავად, ძაღლი, რომელსაც ჰგონია რომ თავისი ადგილი დაკრგა, სინამდვილეში კი არც არასდროს ყოფილა მისი…
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. არ უსმინო რეებს გიწერენ... ჭა-სგან უფრო მიკვირს, ნინას არ ვიცნობ... მილიონობით ასეთი ხე და მგზავრი ხართ ან ვართ... ძალიან კარგია არ უსმინო რეებს გიწერენ... ჭა-სგან უფრო მიკვირს, ნინას არ ვიცნობ... მილიონობით ასეთი ხე და მგზავრი ხართ ან ვართ... ძალიან კარგია
10. გასაგებია, მადლობა :)) გასაგებია, მადლობა :))
9. ქეროლაინ, სიმართლე გითხრა გამიჭირდა კომენტარის ჩამოყალიბება ისე, რომ არ გაგანაწყენო, ჩემზე რომ განაწყენდე იმას კი არ ვუფრთხი, არ მინდა რომ წერაზე აგიცრუო გული. გასაგებია თავად რომ მოგწონს რაც დაწერე, მაგრამ სიტყვების მნიშვნელობას უნდა მიაქციო მეტი ყურადღება, სწორი შენიშვნაა: თუ ხე დგას, ის ვერ იქნება ამოთხრილი, შედარებაც არამართლზომიერია:უბილეთო მგზავრს, რომელიც ყველას გ ა უ რ ბ ი ს ადარებ ხეს, რომელიც დ გ ა ს თუ წაქცეულია საბოლოოდ არ იკვეთება. მოკლედ, მკითხველამდე თქვენი განწყობის მოსატანად უფრო მეტი მუშაობა გჭირდებათ. ქეროლაინ, სიმართლე გითხრა გამიჭირდა კომენტარის ჩამოყალიბება ისე, რომ არ გაგანაწყენო, ჩემზე რომ განაწყენდე იმას კი არ ვუფრთხი, არ მინდა რომ წერაზე აგიცრუო გული. გასაგებია თავად რომ მოგწონს რაც დაწერე, მაგრამ სიტყვების მნიშვნელობას უნდა მიაქციო მეტი ყურადღება, სწორი შენიშვნაა: თუ ხე დგას, ის ვერ იქნება ამოთხრილი, შედარებაც არამართლზომიერია:უბილეთო მგზავრს, რომელიც ყველას გ ა უ რ ბ ი ს ადარებ ხეს, რომელიც დ გ ა ს თუ წაქცეულია საბოლოოდ არ იკვეთება. მოკლედ, მკითხველამდე თქვენი განწყობის მოსატანად უფრო მეტი მუშაობა გჭირდებათ.
8. მადლობა :)) მადლობა :))
6. მე ასე მომწონს, არ ვიცი რატომ :)) მე ასე მომწონს, არ ვიცი რატომ :))
5. და რატომ მაინცდამაინც და?
და თავიდან რომ აბზაცით დაგეწყოთ არ ჯობდა? და რატომ მაინცდამაინც და?
და თავიდან რომ აბზაცით დაგეწყოთ არ ჯობდა?
4. მადლობა :)) მადლობა :))
3. საინტერესო რაღაცეებია… საინტერესო რაღაცეებია…
2. ყველაფერს ასე რეალურად ნუ შევხედავთ :)) ყველაფერს ასე რეალურად ნუ შევხედავთ :))
1. "და მარტოხესავით მოწყვეტილი დგას, მიწიდან ამოთხრილი და ფესვებგადაჭრილი..." ვერ იდგება ასეთი ხე, ის იქნება აუცილებლად წაქცეული...:) კითხვა აღარ გამგრძელებია...
"და მარტოხესავით მოწყვეტილი დგას, მიწიდან ამოთხრილი და ფესვებგადაჭრილი..." ვერ იდგება ასეთი ხე, ის იქნება აუცილებლად წაქცეული...:) კითხვა აღარ გამგრძელებია...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|