 | ავტორი: რჩეული ჟანრი: პოეზია 28 აპრილი, 2016 |
ჩაგიხედავს თვალებში ღამისთვის? ღამე - ვისთვის ცივი ვისთვის შავი.. შენთვის მთვრალი და ჩემთვის შენ.. ჩაგიხედავს თვალებში ღამისთვის? თუმცა შენს თავს თვალებში როგორ ჩახედავდი ჩემთვის ხომ შენ იყავი ღამე.. მე ჩამიხედავს თვალებში ღამისთვის - შენთვის.. გამხარებია.. შემშინებია.. მტკენია… მიგრძვნია.. შენი ბედნიერება მიგრძვნია,მაგ თვალებში და მაგ დროს გამხარებია.. სიცივე მიგრძვნია, მაგ თვალებში და მაგ დროს შემშინებია.. შენი ტკივილი მიგრძვნია და მტკენია.. ვდგავარ ახლა და უშენო ღამეს ვუყურებ თვალებში, იცი როგორი თვალები აქვს ღამეს?თბილი,მაგრამ შორი.. ის წასვლას არ მაგრძნობინებს, არ უნდა რომ დამარცხებულად ვიგრძნო თავი, ატკიებულ გულზე ხელს ვიდებ და ვლოცულობ, რომ ამ ერთხელაც გადავრჩე.. წამალს დავლევ და ვიძინებ.. მძინავს.. აქაც ღამეა, აქაც თვალებში მიყურებს და.. უცბად ვიგრძენი რომ წავაგე.. მაჯობა ღამემ.. შენმა სიყვარულმა მაჯობა, სიყვარულმა რომელმაც სრულიად მომიცვა, ყოველთვის ღამე მტკიოდა უშენობა, მაშინ თავთან მარტო ვრჩებოდი, მტკიოდა,მცლიდა,მფერფლავდა, მაგრამ მიყვარდა… შემ ხომ ჩემი ღამე იყავი.. ჩემი ცხოვრების სიყვარული... ჩემი ტკივილი და ჩემი ბედნიერება, და ამ ღამეს ვიყავი ყველაზე ბედნიერი.. რადგან შენზე ფიქრები ირეოდნენ ჩემს გონებაში, თუ დღე ვერ გნახავდი,ვიცოდი ღამე შეგხვდებოდი.. იქ ჩემს ფიქრებში,ჩემს სამყაროში, სადაც მხოლოდ შენ არსებობდი... თუმცა შენ ეს რაში გაინტერესებს? არც არაფერში... ამიტომ მხოლოდ ღამეს გავანდე ეს ყველაფერი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. "რა იციან მეგობრება, თუ ნაღველს იტევს გული, ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული."
+ "რა იციან მეგობრება, თუ ნაღველს იტევს გული, ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული."
+
2. ამის ავტორი, აშკარად ქალია. კვარაკრუნჩხები მომეწონა. :)
ამის ავტორი, აშკარად ქალია. კვარაკრუნჩხები მომეწონა. :)
1. რასაც თვალით ხედავ და ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არაა. რასაც თვალით ხედავ და ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არაა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|