ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უჩიჰა მადარა
ჟანრი: პროზა
30 აპრილი, 2016


* * *

ზამთრის ღამეები... თითოეულის სუიციდს მკივანი ჭოტის ხმა  გვაუწყებს.
მუქი ნახშირით მოხატული ღრუბლები და მგლის ყმუილი  ,რომელიც ჩემს მაქციად გადაქცევას უწყობს ხელს.
დამღლელი და აუტანელი ღამეების მოლოდინში პულსიც მუდამ აჩქარებულია და რაოდენ ირონიულიც არ უნდა იყოს, საკუთარ მონობას ვყიდულობ ვაჭარისაგან, რომლის თითოეული გაღიმებისას ოქროს კბილის ელვარება მჭრის თვალს, ქისაში კი საკუთარი ცხოვრება გამოვამწყვდიე და არც მენანება, ვაძლევ ნაჩქარევად.
არაერთხელ მინატრია საკუთარი ,,პროცესიის'' თვალის დევნება და მგონი ვირწმუნებ ,,ახალი წლის ჯადოსნურ ღამის სასწაულებს''.
ამ მასკარადზე მრავლად ნახავთ კლოუნებს, ზომბებს, რობოტებს.  გაგიკვირდებათ და ადამიანსაც მოვკარი თვალი. რამოდენიმეს... არადა, გადაშენდნენ მეგონა.
სულ უფრო და უფრო იზრდება სიშლეგე და ალკოჰოლივით ორგანოს გათიშვას ლამობს შინაგანი მიწისძვრით.
ალკოჰოლიკ მხატვარს პალიტრა უვარდება ხელიდან, რადგან ნაბახუსევია ამ დილით. ახლაც მიანება თავი საქმეს და ამიტომაც შეერია ბაცი, მუქი ფერები გარემოს, რამაც თოვლს ჩვეული სისპეტაკე და ზამთარს მკაცრი იერი საბოლოოდ დააკარგვინა.
სიბილწე და სიშმაგე გახდა მასკარადის ნეფე-დედოფალი და საბოლოოდ, დირიჟორიც საშინელებათა ფილმის საუნდთრეკებს ასრულებინებს ორკესტრს ჩელოზე და არფაზე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები