ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რჩეული
ჟანრი: პროზა
2 მაისი, 2016


რაღაცას მაინც აქვს ლამაზი დასასრული.

ხდება ცხოვრებაში ყველაფერი ხდება,ერთმანეთს შემთხვევით არ ვხვდებით ადამიანები,შემთხვევით არ ვართმევთ ხელს,შემთხვევით არ ვხედავთ ერთხელ,ორჯერ და არც დეჟავუა შემთხვევითი,რაც ერთხელ იყო ალბათ ისიც კი მეორდება და რა თქმა უნდა შემთხვევით არც ეს ხდება...
ანასტასია ძალზედ ლამაზი გოგონა გახლდათ,არ არსებობდა მისი დანახვისას საპირირპირო სქესის წარმომადგენელი გულგრილი დარჩენილიყო,ღია თაფლის ფერი თვალები,წაბლის ფერი ტალღოვანი გრძელი თმა,რომელიც მუდამ გაზაფხულის სურნელით იყო გაჯერებული,სიცოცხლით სავსე თვალები,ამაყი და თავდაჯერებული,იგი არასდროს არ აქცევდა მისკენ მოპყრობილ მზერას ყურადღებას,მასზე უიმედოდ შეყვარებული ბევრი ბიჭი გახლდათ...ის მხოლოდ 19წლის იყო...როდესაც კოლეჯიდან სახლისკენ ბრუნდებოდა თითქმის ყოველდღე ხედავდა ერთ ყმაწვილს,რომელიც თავდაჯერებული,მომღიმარი თვალებით აყოლებდა ანასტასიას თვალს,ასე გადიოდა თვეები,ეს ბიჭი კი მაინც დაჟინებით იდგა ერთსა და იმავე ადგილას,ანას მოლოდინში...
ერთ დღეს ანას მასთან ახლოს გავლა მოუწია,გოგონამ თვალები დახარა და ისე გაიარა,ბიჭმა კი როგორც იქნა გაბედა და გააჩერა.
-გოგონა,თუ შეიძლება სულ რამოდენიმე წუთს წაგართმევ.
ანა შემობრუნდა,ამაყი და მკაცრი ტონით უპასუხა:
-გისმენ!
-მე არ გკითხავ სახელს,მე არ გკითხავ ნომერს,არც ძალით მოვითხოვ შენს გაცნობას,უბრალოდ აი იქ,ძველ საფოსტო ყუთს ხედავ?თუ სურვილი გაგიჩნდება გამიცნო,დაწერე ფურცელზე შენი სახელი და ტელეფონის ნომერი,მე ყოველდღე შევამოწმებ ამ ყუთს.
ანას გაეღიმა,ის ხომ სხვებს არ გავდა,არანაირი იძულებითი მოთხოვნა,არანაირი შემაწუხებელი სიტყვები მთელი ამ დროის მანძილზე.და მაინც ისევ ამაყი ტონით,თვალებში შეხედა და უთხრა
-ნახვამდის.
-სანდრო...ჩემი სახელია,რომ იცოდე...
ანამ გზა განაგრძო და სახლისკენ წავიდა,თუმცა ამ ბიჭის თვალები არ ავიწყდებოდა,არც მისი თავდაჯერებული ტონი,აშკკარა იყო ეს ბიჭი სხვას არ გავდა.
მეორე დღეს ანა ვენეციაში წავიდა,იქ მისი პოეზიის საღამო ტარდებოდა,ანა წერდა,არა ერთ ასეთ პოეზიის კონკურსში გაუმარჯვია,ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა,ანამ იქაც გაიმარჯვა,თუმცა მაინც არ ასვენებდა იმ ყმაწვილზე ფიქრი რომელმაც ასე უაცნაურად სცადა მისი გაცნობა,ნელ-ნელა ხვდებოდა,რომ ყოველი მისი ახალი ნაწარმოებისა თუ ლექსის წერის დროს სანდროს თბილი თვალები ტრიალებდნენ მის გონებაში,ნანობდა ძალიან ნანობდა,რომ არ დაუტოვა იმ საფოსტო ყუთში გაცნობის წერილი..
ქალაქში დაბრუნდა,მიუაზლოვდა ამ საფოსტო ყუთს და დახვდა კონვერტი,რომელშიც ეწერა
-როდესაც ამ წერილს წაიკითხავ,ვიმედოვნებ პასუხს მივიღებ,მე ყოველ დღე ვამოწმებ ამ ყუთს,იმ იმიედით,რომ შენ მაინც მომწერ.
ანას ბევრი აღარ უფიქრია,გრძნობდა ,რომ ენატრებოდა სანდროს ის თბილი გამოხედვა და არც მათი გაცნობა იყო შემთხვევითი,ანამაც დაუწერა წერილი:
-ხვალ 8:30წუთზე დაგელოდები იქ სადაც პირველად გნახე.მე ანასტასია მქვია.
ასეც მოიქცა,შეხვდნენ ერთმანეთს...ბევრი ისაუბრეს,და ასე გრძელდებოდა ყოველ დღე,ერთი და იმავე დროსა და ადგილას..მალევე გაბედა სანდრომ დაერღვია მასში გაბატონებული სიჩუმე, რომლსაც ანას მშვენიერება მფარველობდა...ადვილად დაუახლოვდნენ ერთმანეთს,ისინი ძალიან ბევრს საუბრობდნენ,რეალურზე არა რეალურზე,წარმოსახვითსა თუ შემეცნებითზე,ანა კი ყოველი შეხვედრის შემდეგ,იღებდა კალამს და წერდა იმ ყველაფერს რასაც სანდროს მიმართ განიცდიდა,დრო გადიოდა ანა კი ნელ-ნელა ხვდებოდა,რომ ეს იყო მეგობრობა,თუმცა რაღაც მეტი,სიყვარულამდე შორი,მაგრამ არა უბრალოდ მეგობრობა.ანასტასიას თვალებიც სხვა ფრად ბრწყინავდა სანდროსთან ერთად.
გადიოდა თვეები,ანას სანდროსთის შეეძლო ისე უსასრულოდ ეყურებია,როგორც რომი შნაიდერი ალენ დელონს უყურებდა,სანდროსთვის კი დრო ისე სწრაფად გადიოდა მასთან საუბრისას ვეღარც ხვდებოდა...
გვერდითა გადასახედიდან კი რეალურად იტანჯებოდა სანდროზე შეყვარებული გოგონა,რომელიც ხვდებოდა ანას გამოჩენით,სანდრო სამუდამოდ დაკარგა.
დრო მიდიოდა და კიდევ ერთი პოეზიის საღამო,ამჯერად პარიზში უნდა ჰქონოდა ანასტასიას,მან საფოსტო ყუთში დაუტოვა სანდროს თვითმფრინავის ბილეთი და წერილი.
-მინდა ჩემთან ერთად წამოხვიდე,შენთვის არასდროს მითქვამს,მე მწერალი ვარ,მინდა შენც იცოდე ყველა ჩემი ლექსი თუ ჩანაწერი,მინდა იქ იმ ათას ადამიანში მხოლოდ შენთვის ვიკითხო ყველა ჩემი ლექსი.ხვალ აეროპორტში დაგელოდები 16:00 საათზე.
ანა ელოდა თუმცა ამაოდ,სანდრო არ გამოჩნდა,თვითმფრინავი კი 6საათზე მიფრინავდა,ანა ფიქრობდა,რომ სანდო ვერ შეეგუა იმას,რომ ის წერდა და წერა იყო მისთვის ყველაფერი,რომ სწორედ ამ დეტალმა დააკარგვინა ის..ის ვისაც მისი სიყვარული ერქვა,კალამი ამოიღო,დაწერა წერილი და ჩააგდო საფოსტო ყუთში,შემდეგ გაფრინდა...არ ასვენებდა სანდროზე ფიქრი,ის მომღიმარი თვალები ერთიანად არაფრის მთქმელ სევდა ნარევ მზერად იქცა,ენატრებოდა,კლავდა ეს გრძნობა,იმაზე ფიქრი კი აბრაზებდა,რომ ის მხოლოდ მისი მწერლობის გამო დატოვა სანდრომ ან კიდევ უბრალოდ მორიგ გასართობ ურთიერთობად აღიქვა ეს ყველაფერი,ვერც ერთი სიტყვა ვერ გამოთქვამდა იმ ტკივილის ძალას რომელიც გოგონას გულს კლავდა,ყოველ ღამე ტიროდა,მისი ლექსებიც გაუფერულდა, აღარაფერი ახარებდა,არც მეგობრები,არც გართობა,მხოლოდ სანდრო და მასთან დაკავშირებული მოგონებები ირეოდნენ მის გონებაში.ვერავის ესაუბრებოდა ამ ტკივილზე,არც სურდა საუბარი,მხოლოდ უფალთან საუბრობდა,ლოცვა ამშვიდებდა,თუმცა მერე ისევ ყველაფერი თავიდან იწყებოდა,კრეფდა სანდროს ნომერს,მაგრამ ისევ შლიდა,ქალური სიამაყე,
“არ ვუყვარვარ,არ ვჭირდები,არ შევაწუხებ,იცხოვროს ბედნიერად....“თუმცა ამ ტკივილმა ანა გაანადგურა,იმაზე ფიქრებმა,რომ სანდრო ახლა უკვე შეიძლება სხვას ჩუქნიდა იმ სითბოს,ის აღარ იყო მისი,სანდრო..ბიჭი რომელიც მისი თვალები იყო ბნელ გზებზე,მისი ფრთები როდესაც გაფრენა ეწადა,მისი ძალა და მისი ემოცია,მისი იმ ამპარტავნების დამმარცხებელი,რომელიც მასში იყო სანამ მას გაიცნობდა....
სანდრო კი ყოველდღე მიდიოდა საფოსტო ყუთთან,იქ არასდროს აღარ ხვდებოდა ანას წერილები,მისი ფიქრებიც მსგავსი იყო,ეგონა გოგონა უბრალოდ ერთობოდა,დრო გაჰყავდა მასთან,გაქრობის მიზეზსაც ვერ იგებდა,ისიც ანალოგიურად კრეფდა ანას ნომერს,მაგრამ არ რეკავდა,თვლიდა,რომ თუ კი მის გარეშე იქნებოდა ბედნიერი არ ღირდა მისი შეწუხება.. 5თვის შემდეგ სანდრომ ევა გაიცნო,ევას წლების მანძილზე უყვარდა სანდრო,მან კი ეს არ იცოდა.ანაზე გაბრაზებულმა და იმაზე ფიქრებში წასულმა,რომ ანა აღარასდროს იქნებოდა მის გვერდით,ევა მოიყვანა ცოლად,ევა მას არც სითბოს აკლებდა არც სიყვარულს,მაგრამ სანდროს მაინც ენატრებოდა და ახსენდებოდა ის ....გოგონა რომელიც მისთვის უბრალო ადამიანი არ ყოფილა,ევას თითოეული კოცნა,ანას თავს ახსენებდა და ფიქრებით ის ანას კოცნიდა,ანას ეფერებოდა და იკრავდა გულში...
მისი მეუღლე გრძნობდა ამ ყველაფერს,მაგრამ იმდენად ეგოისტი იყო საიდუმლოს ფარდას არ ხდიდა..ამასობაში ანაც დაუბრუნდა ქალაქს,იქ სიცარიელე იყო,არც საფოსტო ყუთში არ დახვდა წერილი...ვერ ივიწყებდა სანდროს,არ შეეძლო,სანდროსგან განსხვავებით მან არ შექმნა უსიყვარულო ოჯახი,გააგრძელა წერა და ნელ-ნელა წინ წავიდა.
5წლის შემდეგ სანდროს დაბადების დღე იყო,ისევ უფერული,ჩვეულებრივი დღე ევასთან ერთად,ევას კი ცრემლი მოადგა
-სანდრო,რაღაც უნდა გაჩვენო,ოღონდ დამპირდი სანამ აქ ვარ არ გახსნა,როდესაც სახლის კარს გავიხურავ მერე წაიკითხე,უბრალოდ ერთი გახსოვდეს,ძალიან მიყვარხარ,მაპატიე,ეგოისტი ვიყავი და არ შემეძლო შენს გარეშე,ეხლა კი როცა ვხედავ უბედური ხარ მის გარეშე დროა აი ეს გადმოგცე.
მან დაკუჭული წერილი გადასცა სანდროს,გაიხურა კარი და სახლიდან გავიდა,სანდრომ გაშალა ფურცელი და კითხვა დაიწყო,ეს ანას წერილი იყო..
გული  მატკინე, მაგრამ მაინც გეტყვი, რომ ჩემს ცხოვრებაში  ისე მოხვედი, როგორც მარტის ქარი დახურულ ფანჯარას ახმაურებს,როგორც თოვლიან ყინვაში პირველი სიმწვანე,მოხვედი როგორც უდაბნოში ბევრი წვიმა,როგორც ბნელ ოთახში შემოპარული იმედის სხივი, როგორც გაჩერებულ გულთან ორი მუჭა ჰაერი,მოხვედი როგორც ჩუმი ხმაური და მშვიდი სიგიჟე.მომკიდე ხელი და შემახე უსასრულობას,შემომხედე თვალებში და დამანახე სული..გმადლობ რომ გამოჩნდი და ერთდროულად მაპოვნინე და დამაკარგინე საკუთარი თავი..საკუთარი თავი,რომელიც მხოლოდ შენია,გული რომელიც მხოლოდ შენით ძგერს,ფიქრები,რომლებიც მხოლოდ შენსკენ მოდის,ლექსები,რომლებიც მხოლოდ შენზეა. ხომ გახსოვს გეუბნებოდი სანამ ბოლომდე არ დავრწმუნდებოდი გრძნობაში არ გეტყოდი სიტყვას რომელიც ორი სულის ამოძახილი  იყო..,,მიყვარხარ'' დიახ მიყვარხარ.. ახლა გეუბნები ამ სიტყვას სრული დარწმნებით.. ,,მე შენ მიყვარხარ“.ჩემის სულის ამოძახილი ხარ,მხოლოდ შენ ჩემო უსასრულო სიყვარულო და უდიდესო ტკივილო....
ვერცერთი სიტყვა ვერ იქნებოდა იმდენად თამამი ,რომ თავის თავზე აეღო იმ ემოციის გამოხატვა, რომელიც სანდროს გულს ტკივილისგან  მდუღრავდა.5წელი იყო ისე გასული არ იცოდა აქამდე ანას გაუჩინარების მიზეზი ცხოვრებიდან..რომ ეს მისი ბრალი არ ყოფილა და რომ საფოსტო ყუთს რომელსაც არავინ ხსნიდა მათ გარდა უცხო ხელი შეეხო, რომელმაც ანა გზიდან ჩამოიშორა და რომელიც შემდეგ მან ცოლად მოიყვანა..
ანას კარზეც გაისმა ზარი,აცრემლებული ახალგაზრდა ქალი იდგა და ანას გადასცა წერილი.
-არ არსებობს არც ერთი ქალი ვინც შენზე მეტად მძულს ანა,რადგან მან ვერ დაგივიწყა შენ,ვერ დაგივიწყა გესმის?
უკან მოუხედავად დატოვა ანა და გაიქცა..
ანამ გახსნა წერილი სადაც ეწერა
-არ ვიცი უთქმელად რატომ დამტოვე და რატომ წახვედი,მაგრამ მაპატიე.. ალბათ ჩემი სიყვარული შენს გულს ეზედმეტა..ალბათ არ იყო ჩემი ადგილი ფრთიან ანგელოზებთან და ატმისფერ ფიქრებთან..წახვედი, მაგრამ მაინც გეტყვი რომ ..შენნაირი ადამიანები არ არსებობენ ..შენ უსასრულობა ხარ,არ ვიცი ესეთ ახალგაზრდას  საიდან ამდენი სისადავე და უბრალოება სულში გამჯდარი..შენ ხომ  მხოლოდ 19 წლის ხარ,კიდევ გიმეორებ და გეუბნები, მე შენ სულ სხვა თვალით შემოგხედე ,მე შენი ამოცნობა,შენი სინამდვილე მინდოდა....მიყვარდი ალბათ,ეხლა ვხვდები,როდესაც ასე დამტოვე და ჩემგან წახვედი,მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება ის მზერა,სიყვარულით სავსე თვალებით,რომ მისწორებდი თვალს თვალში,შენი სითბო ანასტასია...არ მეგონა უშენობა ასე თუ გამაწვალებდა, არ მეგონა შენი ხმა,შენთან გატარებული წუთები ასეთი ძვირფასი თუ იქნებოდა ჩემთვის,ალბათ აღარასდროს შევხვდებით,ვეღარასდოს ვიგრძნობ შენს სითბოს ჩემს ტუჩებზე,შენ წახვედი,რადგან არ გიყვარდი,მაგრამ გაყინული ხელებით ჩემს სახეს,რომ ეხებოდი და ამბობდი მზერით უთქმელ სიტყვებს არასდროს დამავიწყებს შენს თავს,დრო გავა,მაგრამ მოგონებები მოგონებებად დარჩება..მშვიდობით ანასტასია.
ანასტასიას ცრემლები მოადგა,სუნთქვა შეეკრა,ტკივილი უღრნიდა სულს,სანდრო მას სიცოცხლეზე მეტადაც კი უყვარდა,მიუხედავად იმისა,რომ ამ დღემდე ეგონა მან ის მიატოვა,მაშინ კი მიხვდა რომ ის ახალგაზრდა ქალი იყო ის მესამე ხელი რომელიც იმ ყუთს შეეხო და წერილები მოიპარა,მან დააკარგვინა სანდროს თავი.ბევრი არ იფიქრა,ჩაიცვა და იქ,იმ ადგილას გაიქცა სადაც 5წლის უკან ხვდებოდნენ ერთმანეთს,სანდროც ანალოგიურად მოიქცა,თითქოს შინაგანმა რაღაც დამაკავშირებელმა ძალამ უბიძგა მათ ამ ნაბიჯისკენ,ორივე მირბოდნენ,იმაზე ფიქრით,ის დღეს აქ მოვა...
ასეც მოხდა შორიდანვე დაინახეს ერთმანეთი,სიტყვები აღარ იყო საჭირო,როდესაც გულები გრძნობით და მონატრებით ფეთქავდნენ,ისევ ისეთი სიყვარულით სავსე თვალებით შეხედეს ერთმანეთს,როგორც 5წლის უკან ბოლო შეხვედრისას. სამი წამი უყურეს ერთმანეთს და შემდეგ ისე ძლიერად ჩაეხუტნენ,ვერავინ ვერასდროს ვეღარ შეძლებდა მათ დაშორებას,ერთ მთლიანობად იქცა მათი სუნთქვა,მათი ტუჩები,გარშემო ყველაფერი გაქრა,მხოლოდ ის ორი იყვნენ იმ ადგილას სადაც ოდესღაც ჩაისახა ეს გრძნობა და კვლავ დაბრუნდა მათ გულებში ის სითბო,რაც წლების წინ დაკარგეს,როცა ასე შორს იყვნენ ერთმანეთისგან.......

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები