 | ავტორი: ფოული ჟანრი: პოეზია 3 მაისი, 2016 |
___________________________________________ მე, უშენობის ნაკლი არა მაქვს, ვერც შენმა წასვლამ დამღუპა ჩემო, უბრალოდ, მას აქეთ შაქრიან ყავას, არაფრის არ აქვს, სიტკბო და გემო... ___________________________________________ ასფალტზე, ოროსანი ბავშვივით დამდგარია, კუთხეში ლამპიონი, ცრის თავს ვერ შეაფარებ, გარეთ კი, წვიმაა და ისეთი ავდარია, ქუჩაში პირველივე, გამვლელს რომ შეგაყვარებს... ___________________________________________ ხორციდან სულზე მოჭერილი ალიკაპებით, ვსუნთქავდით ჰაერს, იძულებით, ცხოვრების ჯავრზე, შემდეგ კი გავხდით სისხლიანი ავაზაკები, და გოლგოთაზე ეხლა ერთად გვაკრავენ ჯვარზე... ___________________________________________
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მეორე მომეწონა გამორჩეულად, თუმცა, ლამპიონიც ხომ გარეთაა და ეს "გარეთ კი" შესაცვლელია, ვგონებ :)
მეორე მომეწონა გამორჩეულად, თუმცა, ლამპიონიც ხომ გარეთაა და ეს "გარეთ კი" შესაცვლელია, ვგონებ :)
1. საინტერესო! საკმაოდ კარგი პოეტური სახებია.
მომეწონა და სამწუხაროდ ისევ უნდა აღვნიშნო უკომენტარობა. საინტერესო! საკმაოდ კარგი პოეტური სახებია.
მომეწონა და სამწუხაროდ ისევ უნდა აღვნიშნო უკომენტარობა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|