ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლარიქს სიბირიკა
ჟანრი: პოეზია
4 მაისი, 2016


ცოდვის ღიობი სივრცეს დაეძებს.

ვიცი მომავლის შიში არ დამდევს
ვიცი წარსული ჩემი ტვირთია
ცრემლი ტკივილის იხსნის სატანჯველს
ცრემლი რომელიც არ დამიღვრია.

ალბათ ეროსი იმკვიდრებს ჩემში
ალბათ იმარჯვებს სული გრძნეული
მე ერთი დავრჩი გარიყულ გემში
მე უნებრად ვარ გაქცეული.

ჩემს ნატერფალზე არავინ მოსჩანს
ჩემს ნატერფალზე შმაგი ქარია
სწორედ ისეთნი დამიწყებს სწავლას
ვინც დიაცივით გადამფრთხალია.

რარიგ ამშვენებს მთა–ბარს ცარგვალი
რარიგ კარგია სული უმანკო
მინდა დამჩემდეს რწმენა იმდენი
ცოტა სხვასაც რომ გადავუნახო.

თავი მდაბალი უდრის სამოთხეს
თავი ამაყი ეშმას მარჯვენას
თუარ უშველა ცხოველს ბუნებამ
რა დააშავა მისმა გამზრდელმა.

ცოდვის ღიობი სივრცეს დაეძებს
ცოდვა,უკვდავი სულის მტერია
სწორედ ისეთნი მიაღწევს მიზანს
ვინც ტყვიასავით დაუღლელია.

არ მწამს სიცოცხლე სირცხვილ ნაჭამი
არ მწამს სიკვდილი ცრემლის არ მცოდნე
ოხ რა ტკბილია ქალი წაწალი
ოხ რა მწარეა სული ვერ ცხონდეს.

რარიგ ამშვენებს მთა–ბარს ცარგვალი
რარიგ კარგია სული უმანკო
მინდა დამჩემდეს რწმენა იმდენი
ცოტა სხვასაც რომ გადავუნახო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები