წვეთებს მინდა, რომ შევეხო წამში და მათთან ერთად მეც დავიცალო. მწვერვალებს მინდა ვიპყრობდე მთაში, რთული ბილიკი და გზა ციცაბო
არ მაშინებდეს ამ ოცნებებში, ქარტეხილები მათთან ძმობილი აღტაცებული ვიყო ვნებებში, თუმც, ჩემთვის იყოს გამოგონილი.
რაც ყოველივე მაბედნიერებს, რაც მაგრძნობინებს ადამიანად, ჩემს თავს, რომელიც ამ ბარიერებს გადაულახავს, იპყრობს მთლიანად.
ერთი მთლიანი მეც მინდა ვიყო, შემდგარ პერსონად ვიცურო ზღვაში, არ მსურს ტალღებად იქ გავირიყო, სადაც ოცნება გამქრალა ხალხში.
ჩემი ოცნება ოცნებებს წვდება, და თითქოს წამით ზეცად ვმაღლდები, უოცნებოდ კი ვიღაცა კვდება, უხეშ ზვირთებში ახრჩობს ტალღები.
მე მაოცნებეთ უბრალოდ ხალხო! წარმოსახვაში შემოვიარო, მთების სიმშვიდეც ღრმად ჩავისახლო, ვიფრინო ღრუბლად და არ ვიარო...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ოცნებები რეალობად ქცეული კარგია. ოცნებები რეალობად ქცეული კარგია.
3. ოცნებას კაცი არ მოუკლავს. ოცნებას კაცი არ მოუკლავს.
2. ანანეს ვეთანები. წარმატებები +3 ანანეს ვეთანები. წარმატებები +3
1. ოცნებები იმიტომაა ოცნებები, რომ რთული ბილიკები და ციცაბოები იქ მაინც არ გვაშინებს :) წამში შეხება რას ნიშნავს გიორგი? თუ რითმისთვის გადაწყდა, რომ სიტყვა "წამში" ყოფილიყო ფრაზის დასასრულს, არ არის კარგი გამოსავალი, რადგან სარითმო წყვილი წამში–მთაში სუსტად გამოიყურება.
წარმატებები.
ოცნებები იმიტომაა ოცნებები, რომ რთული ბილიკები და ციცაბოები იქ მაინც არ გვაშინებს :) წამში შეხება რას ნიშნავს გიორგი? თუ რითმისთვის გადაწყდა, რომ სიტყვა "წამში" ყოფილიყო ფრაზის დასასრულს, არ არის კარგი გამოსავალი, რადგან სარითმო წყვილი წამში–მთაში სუსტად გამოიყურება.
წარმატებები.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|