ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბაპტიზმი
ჟანრი: პოეზია
13 მაისი, 2016


***

.გარბიან
იქიდან
სადაც მე ვარ

დახუჭე თვალები
და დამარხე შენი ფიქრები
რადგანაც იქაც მე ვიქნები
ბალახში თავჩარგული ლურჯი ხელები

თრთოლვით
ვწერ ამ სტრიქონებს
დრო გადის
მე არავინ მომიგონებს

და თუ გამწირეს დავიწყებისთვის
მოემზადეთ თქვენგან ჩემი ეგზროციზმისთვის

გნებავთ დამივიწყოთ
თუმცა სისხლში ვარ
ვენებში დამამწყვდიეთ
ხალხის მოცარტი თქვენთვის სალიერი ვარ
სულიერი ვარ
გულცბიერი ვარ
მოქცევა და მიქცევა ვარ თქვენი

და როდესაც ეს ლექსი მთავრდება
ბოლო სურნელი რჩება კვამლის
O2 შთანთქავს ძველ სუნს
ახალს გავაჩენ
ჯიბეში უკანასკნელი 15 თეთრი
მელის

გარბიან
იქიდან
სადაც მე ვარ
სალიერი ვარ
სულიერი ვარ
მოცარტი და ადამიანი თქვენი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები