ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მილე
ჟანრი: პოეზია
14 მაისი, 2016


ძველი და ახალი სიმღერები სამყაროს ანტიკურ წარსულზე

ჩვენ ყველანი ოდესღაც ვიყავით შეპყრობილები
და გრძნობები, რომელნიც მთელი ცხოვრება უკან მოგვსდევდა
საბოლოოდ გახდა ჩვენი წინამძღოლი.
ჩვენ ყველანი ოდესღაც ვფიქრობდით,
ვფიქრობდით ბევრს და რომც არ გვეფიქრა
მაინც მივხვდბეოდით-არასდროს გვდომებია სიკვდილი,
მაშინაც კი, როცა დარწმუნებით ვიმეორებდით,
სიცოცხლე გრძელ და დაუსრულებელ სამსჯავროდ გვევლინებაო.
ჩვენ ყველანი ოდესღაც ვიყავით შეპყრობილები,
და რაც დრო გადიოდა, მით მეტად გვიყვარდებოდა საპყრობილე,
რომელშიც ჩვენი მშობლები და შვილები იხოცებოდნენ,
და რომელშიც ჩვენივე სხეული მიგვქონდა ძღვენად
ძველი და ანტიკური სამყაროსათვის.
და სამყარო, რომელშიც სიმღერებით ვკვდებოდით,
ალბათ თავადაც კვდებოდა და ვერაფრით გაეგო,
საიდან მოდიოდა ან სად წავიდოდა, როცა ყველა სტუმარი
გაიხურავდა კარს და მდუმარების მონატრებულ სიმშვიდეში მიატოვებდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები