ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფი მილაძე
ჟანრი: პოეზია
15 მაისი, 2016


***

შენ მოხვედი.
ჯერ სიხარული მომიტანე,
შავ-თეთრი დღები გადამიჭრელე და
გამაღიმე.
მერე კი...
მერე მასწავლე, რომ
არავის  ვენდო.
დამანახე, რომ
იმაზე მეტად ძლიერი ვარ, ვიდრე მეგონა.
დარდი დამიტოვე.
და არ ვიცოდი სად წამეღო, სად დამემალა.
კარადაში გამოკეტეო, დამცინე.
ვერ დაიტია ვერცერთმა კარადამ,
ვერცერთმა სივრცემ,
და ვერც გულმა...
იარა შენმა სიყვარულმა,
იარა და ყელში სპაზმებად გამეჭედა,
მკერდში სიმსივნედ ჩამრჩა და
ვეძებ წამალს,
რომ დავშალო,
გამოვიდინო,
გარეთ გამოვუშვა და
ეს სიყვარული,
სირცხვილად რომ დამაქვს,
დაღლილი სხეულიდან
ჩამოვირეცხო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები