გაზაფხულიდან შემოდგომამდე რა ცოტა დროა, რა უსასრულოდ გვეჩვენება წუთისოფელი, ნაბიჯებს ვუწყობთ დროთა ქაოსს მივყვებით მშვიდად, წინ მომავალი გველოდება შეუცნობელი. თავის ხიბლი აქვს შემოსწრებულ თვით შემოდგომას, როცა ბეღელი თავის სტომაქს ნელ-ნელა ავსებს, როცა მარანი ნაჭირნახულებს სურნელად დაღვრის, სულში ჭინკები გვიღიმიან ხალისით გვავსებს. ახალგაზრდობა სწრაფად მიქრის, როგორც მერანი მსუბუქად მივსდევთ, არ გვამძიმებს ჩვენ წელთა გროვა, დასანანია მოგონება გარდასულ დღეთა, გაზაფხულიდან შემოდგომამდე რა ცოტა დროა?! 2011 წელი.