ზეცა ღრუბლიანი და მზე ერთი წვეთი მორცხვად დანაწვეთი დილის ამინდიდან თითქოს გაზაფხული მხოლოდ წვიმას ეტრფის თითქოს მზის თვალები მიწამ აირიდა.
ვეღარ ჩაუსუნთქავთ ხეებს ნიავქარი გულშიც დუმილი აქვთ მხოლოდ ქაოსური სული შეუბერო განა გვიან არის? ჰოდა ამოითქვი ერთხელ ცაო სული.
იქნებ ამოაშრო სევდის ოკეანე სითბო გადმოღვარო ზეცის აივნიდან გახსოვს ყვავილები შენზე მოტრფიალე როცა მზე ღიმილით ცისკარს აივლიდა?
და ახლა მზესთან ერთად წვიმდება როცა… და რადგან… ღიმილშიც რომ გერევა ცრემლი ბრძანე… გადავივიწყებ! ვამთავრებ! მორჩა! და სევდის დილას ლურჯი ცისკარი შეცვლის.
თითქოს მზის თვალები მიწამ აირიდა თითქოს გაზაფხული მხოლოდ წვიმას ეტრფის ობლად დანაწვეთი დილის ამინდიდან ოღონდ მზე იყოს და თუნდაც ერთი წვეთი. *** ცაო მაღალო... ადამიანი ხომ არა ხარ... ბუნება რომ ვერ შეიცვალო.