ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენგელია ჯანო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
26 მაისი, 2016


ორი მზე

დაცემულ ქალაქში, თოვლივით სპეტაკი თვალების,
სიმტკიცე მინდოდა ხურჯინით შენამდე მეზიდა...
ულანდო ხრიოკში ერთადერთ მოჰიკანს წვალებით
ორი მზე ჩამომაქვს ტბასავით დამშრალი ზეციდან.
ან როგორ მიყვარხარ. თვით სული ღრიალებს ქარივით,
დაგვემილ სხეულში საძილედ მიწვება ჰეროდე..
შორსაა აფრები, ბავშვობის ოცნება _ კარიბი,
უნდობელ თითების, ხელების, მკლავების გჯეროდეს.
რომ ახლა უგულო _ მიწაზე წვებიან ჩრდილები
და დროა სამყარო ქვიშების კოშკივით დაინგრეს,
მორი ვარ, ჩანჩქერთან ზამთარში გაყინულ დინების
გულმკერდზე ვისვენებ. ღმერთია მოწამე და იმ დღეს,
როდესაც ჩამავლებს სიკვდილი ეშვიან საცეცებს,
ამწყდები მკერდიდან... ვით ქარში დედაჩემს თავშალი,
როდესაც სხეულზე პოეტის მანტიას ჩამაცმევ,
სამარის კარებთან ზეცისკენ ხელები გაშალე.

ბეჯითი ბავშვივით მომყევი, თან ვიყო თან არა
და ცრემლებს გასესხებს საფლავთან მდუმარე ტირიფი
და შენში ვერშობილ ჯერ ისევ საყვარელ პატარას,
უამბე პოეტზე, მუზაზე, ლექსებზე_ პირიქით.
რომ შვებას მოგგვრიან ოთახში უსულო საგნები
და ხეთა ჩრდილები, უკუნი_ ეშმაკმაც დალახვროს
მზეების ანარეკლს მარტოკა გაყვები ტანდემით,
რომ ჩემი არ ყოფნა შენშივე დარჩენით გახარონ.

დაცემულ ქალაქში, თოვლივით სპეტაკი თვალების,
სიმტკიცე მინდოდა ხურჯინით შენამდე მეზიდა...
ულანდო ხრიოკში ერთადერთ მოჰიკანს წვალებით
ორი მზე ჩამომაქვს ტბასავით დამშრალი ზეციდან.


2013

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს