 | ავტორი: ინი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 27 მაისი, 2016 |
ჩვენს შვილს, ოცნებებში ათასჯერ დაბადებულ შვილს, შავი თმა და შენფერი თვალები აქვს. როცა ეცემა ვუკოცნი ხელის გულებს, და ნატკენ მუხლებს. ვეუბნები, რომ ისე ჩამეხუტოს როგორც ტკივა, მხვევს თავის გამხდარ ხელებს და ტირილს წყვეტს, აღარ მტკივაო. მთელი ზურგით ვგრძნობ მის გასისხულ მუხლებს და ტკივილს გულის მხარეს ვინახავ. . ის კედლის მხარეს წვება, მე ღმერთის მხარეს. ის ღმერთია ჩემი. . როცა იცინის, მეჩვენება რომ დედამიწა არის სამოთხე, რომელშიც ვეღარ მოვკვდები. ეს ჰგავს ძალიან ლამაზ ზღაპარს, რომელიც შეუძლებელია ცუდად დასრულდეს. . ღამით, როცა მის სიზმრებს ვდარაჯობ, შეშინებული რომ იღვიძებს და გულზე მეკრობა, ვგრძნობ, რომ მეყოფა ძალა ზურგით, გულის მხარეს ვატარო მისი ტკივილი. სანამ ეყოფა სიყვარული ხელები მომხვიოს. . მას შენფერი თვალები აქვს და მტკივა, რომ არასოდეს გაგიგია მისი სიცილი. .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. იმედია ტადეოც ასე იფიქრებს, რომ მე კარგი დედა ვარ )
მადლობა თქვენ.. ბევრი და თბილი მადლობა იმედია ტადეოც ასე იფიქრებს, რომ მე კარგი დედა ვარ )
მადლობა თქვენ.. ბევრი და თბილი მადლობა
3. ჰეჰ) ოცნებებში დაბადებული შვილისთვისაც კი საუკეთესო დედა ხართ) მე ოცნებაახდენილ, ზუსტად მაგ ფრაზას ვამბობ ხშირად - ისე მომხვიე ხელები, როგორც გტკივა. ჰეჰ) ოცნებებში დაბადებული შვილისთვისაც კი საუკეთესო დედა ხართ) მე ოცნებაახდენილ, ზუსტად მაგ ფრაზას ვამბობ ხშირად - ისე მომხვიე ხელები, როგორც გტკივა.
2. სარანგულია)
დღეს თქვენი დღეა) სარანგულია)
დღეს თქვენი დღეა)
1. "ეს ჰგავს ძალიან ლამაზ ზღაპარს, რომელიც შეუძლებელია ცუდად დასრულდეს. ."
ჰეჰ, ურყევად მივყვებით გონების თამაშებს, ვამზადებთ საფუძვლებს რომ მომავლის მცირე ტკივილიც გაუსაძლის ტკივილებად გადავიქციოთ. -ფიქრებმა წამიყვანა ინი, ლექსი კი სასიამოვნოდ იკითხება, მიუხედავად ფინალისა, რადგან ოცნებებში დაბადებულ შვილზეა მხოლოდ ლაპარაკი. "ეს ჰგავს ძალიან ლამაზ ზღაპარს, რომელიც შეუძლებელია ცუდად დასრულდეს. ."
ჰეჰ, ურყევად მივყვებით გონების თამაშებს, ვამზადებთ საფუძვლებს რომ მომავლის მცირე ტკივილიც გაუსაძლის ტკივილებად გადავიქციოთ. -ფიქრებმა წამიყვანა ინი, ლექსი კი სასიამოვნოდ იკითხება, მიუხედავად ფინალისა, რადგან ოცნებებში დაბადებულ შვილზეა მხოლოდ ლაპარაკი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|