ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფოული
ჟანრი: პოეზია
27 მაისი, 2016


მამას

მამაჩემი ერთი უბრალო მევენახე გლეხის შვილია,
არასოდეს არ იზიდავდა ქალაქის მტვერი,
მე მას ყოველთვის ვეკითხები:  რატომ მიდიან ?
როცა ტვინს ახლად გასროლილი აზრებით ვტენი,
ადამიანები და ქრებიან უცებ მარტივად
რაღაც წამებში რად ეტევა მათი ყოფის დღე,
ის მპასუხობს რომ: - რადგან ხორცი ლპება ადვილად,
ჩვენ გვიწევს მხოლოდ მოგონებით დავკმაყოფილდეთ.
ანუ რთულია დაივიწყო ჰიპნოზით სევდა
ადრე თუ გვიან სიყვარულიც გადაშენდება ,
ადამიანი რომელსაც შენ ყოველდღე ხედავ
შენთვის იცოდე არასოდეს არ  დაბერდება.
-მიპასუხებს და ვიდრე ვფიქრობ მტოვებს მითადრე
მეფე არ არის თუმცა მადლი ღვთისგან ეძლევა,
და როგორც მამის რამდენიმე გოჯა მიწაზე
სამეფო ჩემიც, ერთ ოთახში ფართოდ ეტევა
და გარბის წლები კლიენტივით, ველით განაჩენს,
ტვინში ბავშვობის ფრაგმენტები ფრთხილად ამოჭრეს,
ყოველთვის როცა შინ ვბრუნდები ვხვდები მამაჩემს
მე მის სახეზე ვერასოდეს ვამჩნევ ნაოჭებს ! ! !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები