 | ავტორი: ფოული ჟანრი: პოეზია 30 მაისი, 2016 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ვერ დაიბრუნებ საათებს შთანთქმულს, მოხვეტავს ქარიც სიტყვების ნაგავს, შენგან ჩემდამი ნათქვამით არ თქმულს, ჩემგან შენდამი, უთქმელად ნათქვამს.
****************************************************************
ქალაქის წყვდიადში, სიბნელისგან აცახცახებული ადამიანები, ერთმანეთს ამშვიდებენ და აიმედებენ, თვალებს დანაოჭებული თითებით იფშვნიტავენ და ფიქრობენ რომ შემდეგ როცა გაახელენ, ყველაფერს დაინახავენ, არცერთი იქ მდგომი მოკვდავი არ არის მიზეზი იმისა რომ მე უკვდავი ვარ, იმის მიუხედავად რომ ჩემი უკვდავების წყაროც მოკვდავია, მე ვიხედები იქეთ, საითკენაც თვალები მიისწრაფიან, ნაბიჯები კი ჩერდებიან, ვაკვირდები ნახატზე მოცემული ყველა სადარბაზოს, ყველა ჭორიკანა ფანჯარას, ერთ-ერთი მათგანი მზესავით აფრქვევს სინათლეს და პოლარული ნათებასავით კაშკაშებს, ამ ოთახში ცხოვრობს ერთი „კაბა“ რომელიც ვერ იტანს კაბებზე მონადირე შარვლებს, ამიტომაც იგი შარვალს არ იცვამს. ქუჩაში ისევ იგივე ჩოჩქოლია, ადამიანები თანდათანობით მატულობენ თუმცა ვერც კი ხვდებიან როგორ უახლოვდებიან ერთმანეთს, ფრთხილად ნაბიჯ-ნაბიჯ და ბრბოს ქმნიან, ამ დროს თავშეყრის ადგილზე ვიღაც შეშლილი პოლიტიკოსივით, წინ გამოდის და ხალხს ამშვიდებს : ნუ დარდობთ, ელექტრო ენერგიით მიწოდება მალე აღდგება !
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. არაფხიზელ მდგომარეობაში დაწერილს გავს და კარგია ის რომ არაფხიზელმდგომარეობაში დაწერილი არ არის. რამდენიმე, მხოლოდ რამდენიმე სიტყვის გამო ... პ.ს. წითელი ხელი რაღას ნიშნავს? :)
არაფხიზელ მდგომარეობაში დაწერილს გავს და კარგია ის რომ არაფხიზელმდგომარეობაში დაწერილი არ არის. რამდენიმე, მხოლოდ რამდენიმე სიტყვის გამო ... პ.ს. წითელი ხელი რაღას ნიშნავს? :)
1. ამ ოთახში ცხოვრობს ერთი. "კაბა" რომელიც ვერ იტანს კაბებზე მონადირე შარვლებს,
არის კარგი ხედვა. ამ ოთახში ცხოვრობს ერთი. "კაბა" რომელიც ვერ იტანს კაბებზე მონადირე შარვლებს,
არის კარგი ხედვა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|