ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
30 მაისი, 2016


სახლში

რატომ მოხვედი,
რას დამტრიალებ,
სულს ნუ მიწუხებ გევედრები სახლში დაბრუნდი.
ვერა,
ვეღარ ვგრძნობ რომ თბილი გაქვს ხელის გულები,
უბრალოდ მახსოვს წარსულიდან,
ჯერ კიდევ მახსოვს,
სანამ სახლიდან წამიყვანენ,
სანამ ჭერი არ აიხდება
და ეს სითეთრე. .

ნუ მთხოვ დაგიბრუნდე.
ძალა არ მეყოფა.
ნუ მაჯერებ რომ ღმერთია სიყვარული,
ნურც ღმერთს აჯერებ.
მე გიყვებოდი ამ ყველაფერს,
მე მიყვარდი. .
ახლა გვიანია.
ღმერთი კი არა,
ჩვენ ვკვდებით.
ყოველდღე ვკვდებით მეთქი.
რატომ არ დამიჯერე რომ წავიდოდი?
ახლა ნუ ტირი. .

შენს თვალებს-
მდინარეს,
ვეღარ დავაშრობ. .
მზის გულზე სხეული გამოვიშრე,
როცა წახვედი. .
მერე მზეც ჩაქრა
და ზამთრის ღამეებში დავრჩი.
შენ დამაჯერე,
რომ არსებობდა ბედნიერი დღეები
და არაფერი გითქვამს წასვლის შესახებ. .

რატომ მოხვედი მეთქი,
ნუ დადიხართ წრეზე,
თავბრუ მეხვევა,
ნუ მითევთ ღამეებს,
მალე გამიშვით,
ძალიან მალე. .
მოაშორეთ ეს სითეთრე ოთახს,
ახადეთ ჭერი. .
იქ არ მემახსოვრება შენი ხელების სითბო. .
ხომ დაგპირდი მოგიკვდები მეთქი,
არ დამიჯერე.
ვერც ღმერთის დაიჯერე,
ახლა გვიანია. .
ახლა ნუღარაფერს მაჯერებ,
ვეღარ გავიღვიძებ. .

ახადეთ ჭერი,
სახლში მივდივარ. .
ეს კედლები ციხეა და განაჩენი. .
მხრებზე დაიდეთ ჩემი სასახლე,
საკმარისია თქვენი ცრემლები,
აღარ მინდა მის ხელებზე ვიფიქრო. .
არ მითხოვია დაბრუნება
სიკვდილის შემდეგ.
ახლა ძალიან გვიანია. .

ხომ დაგპირდი,
არ დამიჯერე. .

ნუ ტირი მეთქი. .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები