ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჟოზეფინა
ჟანრი: პოეზია
3 ივნისი, 2016


ჩიტი

მამი,ერთხელ კარგად ნასვამს გაწყენინე,
გაგეღიმა, გაბრუნდი და გამერიდე.
დღემდე ხისტი ხასიათი,დაწყევლილი!
დაწყებული ფეისბუქის ქავერიდან.
უშენობა როგორ ვთქვა და უკედლობა,
უზურგობა,ხეიბრობა სინახევრე.
რარიგადაც ამ ცხოვრებას ვუკვირდები
ყოველი დღე ცუდის ჭრილში სიახლეა.
მამი, ერთხელ კარგად ნასვამს გაწყენინე,
სიფხიზლეში მითხარი რომ არაფერი.
გუშინ გოლფი ვითამაშე დამწყებივით
სხვაგვარად კი ჩიტი ვარ და გადამფრენი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები