ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
3 ივლისი, 2016


გზა მონასტრისკენ ( თავი VIII )

  განმარტოების მიზნით დროებით გარეთ გავედი და ფიქრებმაც გამიტაცა. არ დაგიმალავთ იმასაც რომ მშვენიერი ღამე იყო, სავსე ვარსკვლავებითა და უჩვეულო სამარისებულ სიჩუმით. თავჩაქინდრული წინ მივიწევდი და წარსულის იმ მცირედ მონაკვეთზე ვფიქრობდი, რაც ბოლო ხანებში გამადამხდა. ყოველთვის ასე იყო. ფიქრი მამშვიდებდა და შემდეგ დღეს თითქოს უფრო ახალი ენერგიითა და გააზრებით ვეკიდებოდი ყველაფერს. სიმშვიდესთან ერთად თან როგორი სასიამოვნო ნიავია, რომ იცოდეთ აქ. მართლაც მშვენიერი ღამეა. ხან მაღლა ვიყურებოდი ცის უსასრულობისკენ, ხან კი ისევ დაბლა დახრილი მზერითა და ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი განვაგრძობდი სიარულს. სწორედ ამ დროს ჩემს უკნიდან ნაცნობი ხმა მომესმა:
-სანდრო...
-გაგა?
-როგორ ხარ? -მკითხა მან და თანდათანობით მომიახლოვდა კიდეც.
-მე...
-ხო შენ? (გამიღიმა)
-გაგა, ეს როგორ, შენ აქ საიდან?
-მაგას მე როგორ მეკითხები სანდრიკ, თვითონ რა გინდა აქ?
-აქ არ უნდა იყო, ეს შეუძლებელია.
-შეუძლებელი ეს შენი აქ ყოფნაა. თავი მალე დააღწიე აქაურობას ძმაო. გაიქეცი, სანდრიკ!
-მე აქ ილოსა და გიოს რჩევით...
-გიოს ნუ უსმენ. შეეშვი მას და წადი აქედან.
-არაფერი მესმის... -აღელვებისაგან რამოდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე და წავბორძიკდი.
-შენ ხომ იცი რომ მუდამ შენს გვერდით ვარ?(სიჩუმე) - ხო და ესაც საკმარისია, უკან დაბრუნდი... -თქვა გაგამ, შეტრილადა და სხვა მიმართულებით განაგრძო გზა, რაზედაც მე მაშინვე გავყევი.
-გაგა...
-ახლა არა სანდრო.-მოუბრუნებლად, ხელის აქნევით გამშორდა -ირაკლი იპოვე და დანარჩენებს შეეშვი.
-ვიინ?
-"რუსკი"

-სანდრო, ჩამოვედით.
... და გამოღვიძება.

                                                                                                                              ***

გამოღვიძებით, მანქანაში გამომეღვიძა და თან ცივი ოფლი მასხავდა. არ ვიცი სიზმარში რას ნიშნავდა ეს ყოველივე თუმცა მანქანიდან უხმოდ გადავედი და ბიჭებს გავყევი უკან. წინ ილოს ბაბუა დაგხვდა და მცირე პაუზის შემდეგ ეზოშიც შეგვიპატიჟა. მართლაც მშვენივრად გამოიყურებოდა აქაურობა. გარშემო სულ რამოდენიმე ოჯახი იყო და ყველა ბუნებრივია მეურნეობას ეწეოდა როგორც ეს სოფლებში ხდება ხოლმე. მივხდი რომ ბავშვობის მერე დიდი ხანია აღარ ვყოფილვარ მსგავს სიტუაციაში და დაგვიანებით ნოსტალგიაც ვიგრძენი ყველაფრის მიმართ. მოხუცმა დეტალურად გამოგვკითხა ყველაფერი და შემდგომ აივანზე დავსხედით მოსასვენებლად. ოდას სტილის სახლი იყო რაც უფრო მეტ სიმყუდროვეს ქმნიდა. სახლი ხის ბოძებზე იდგა, კვადრატული გეგმით აგებული. ხოლო სახურავი, კრამიტითა და ყავარით იყო გადახურული. ისე ცოტა ხელის შევლება კი არ აწყენდა სახლს თუმცა აქ მხოლოდ ეს მოხუცი ცხოვრობდა და ისიც უკვე მრავალი წელია რაც მარტო. უშუალოდ სახლში კი ყველაზე მეტად ჩაშენებულმა ბუხარმა მომხიბლა, რაც ძველ არქიტექტურულ ნამუშევარს ჩემში უდაოდ საოცარს ხდიდა. მცირე სუფრაც გაიშალა თუმცა გიოს და ილოს არც დაულევიათ. დაბინდებამდე  კი გზასაც გაუდგნენ ქალაქისკენ. გამომშვიდობების შემდეგ მოხუცი ჩემსკენ მოტრიალდა და ძველი საჯინიბოსკენ გამიძღვა. საჯინობოც არა სახარბიელოდ გამოიყრებოდა. სახურავის ნაწილი დაზიანებული იყო და ყოველი წვიმის შემდეგ უფრო და უფრო ზიანდებოდა თურმე. საყრდენი ბოძი კი ძლივსღა იდგა თავლის შუაგულში. ცხენები დიდი ხანია აქ აღარ ჰყოლიათ თუმცა როგოც მოხუცმა მითხრა, მისი ძმიშვილი ისევ აპირებდა მამისის ძველი საქმის გაგრძელებას. დასაწყისისთვის კი ნამდვილად ჭირდებოდა ამ ყველაფერს ხელახალი რეკონსტრუქცია რაზეც მოხუცმა დახმარება მთხოვა. ცოტათი გამიკვირდა მისი ასეთი პირდაპირობა ამ მოკლე ხანში თუმცა მივხვდი რომ ძმიშვილის იმედი არ ჰქონდა და რა თქმა უნდა მეც დავთანხმდი.
  რაც შეეხება ამ მოხუც ბაბუას, ის მაშინ 80 წელს მიტანებული იქნებოდა როგორც მახსოვს თუმცა ვერ უარყოფდი იმას რომ ჯანზედ გამოიყურებოდა ასაკთან შედარებით. საშუალო სიმაღლისა და კუპრივით შავი თვალებით ნამდვილად მკაცრი მამაკაცის შესახედაობას ტოვებდა, თან ეს მსხვილი და ხშირი წარბებიც უთუოდ ამაზე მეტყველებდა. საუბარი მოკლედ და გადაჭრით უყვარდა და არ მოსწონდა თუ დიდხანს მოვყვებოდი რაიმე თემას. შეეძლო ამდგარიყო და პირზე შეეტოვებინა ჩემთვის სიტყვა. მის ასეთ ქმედებას ასაკს მივაწერდი ხოლმე მაგრამ რა ვიცი, რას გაიგებ? სიმართლე გითხრათ იშვიათად ვსაუბრობდით. სახლთან ახლოს პატარა ფიცრული იყო შეკრული, ოთახის მსგავსად და მეც იქ ვათევდი ღამეს. დილას კი ადრიანად ვდგებოდი და პირდაპირ საჯინიბოსკენ გავეშურებოდი ხოლმე. ერთ ასეთ დილასაც, როდესაც საჯინიბოს სახურავზე ვიყავი ასული და მას ვამაგრებდი, მოხუცი ჩუმად მომიახლოვდა და დოინჯ შემორტყმულმა, ქვევიდან ამომძახა:
-სანდრო...
-დიახ?!
-შეისვენე ცოტა ხნით და გამომყევი, სახლში შევიდეთ.

                                                                                                                        ***
-აბა რას იტყვი, გამოვა რამე? - ოთახის ფანჯრიდან, საჯინიბოზე მანიშნა მოხუცმა
-სახურავი თითქმის მზადაა. წყლის რეზერვუარია შესაკეთებელი რადგან სოფელში, წყალსადენი არაა. თავლებსაც მოკლე დრო დასჭირდება მოსაწესრიგებლად -ვუთხარი მე, რაზედაც მოხუცს ჩაეღიმა და ხელით მიმითითა რომ დამსხდარიყავი.
-ჰმ... შენ კარგი ბიჭი ხარ, სანდრო...
-თქვენი შვილია?
-ვერ გავიგე?
-გოგონა სურათზე, თქვენი შვილია?- მის ზურგს უკან, კედელზე ჩამოკიდებულ ფოტოზე ვკითხე მოხუცს, რომელზეც პატარა გოგონა იყო გადაღებული.
-შვილი დაღუპული მყავს სანდრო -მომიბრუნდა მოხუცი - ეს ძმიშვილია ჩემი.
-ვწუხვარ, თქვენი შვილის გამო. რა ერქვა?
-მნიშვნელობა არ აქვს. ჩემს ძმიშვილს კი მარიამი ჰქვია.
-ლამაზია.
-საჯინიბოს იდეაც მას ეკუთვნის.
-იშვიათად ჩამოდის?
-არც ისე.
-გასაგებია.
-დალევ?
-კი ბატონო.
-დიდი ხანია ამ ღვინის დალევა მინდოდა ვინმესთან ერთად - გვერდითა ოთახიდან გამოსვლის შემდეგ თქვა მოხუცმა, ღვინის ბოთლით ხელში. -რქა წითელია, ჩემმა ძველა მეგობარმა წლების უკან ჩამომიტანა კახეთიდან. იცი ადრე რას ეძახდნენ რქა წითელს?
-არა - გაურკვევლობისგან მხრები ავიჩეჩე.
-კუკურას...
-რაას?
-ჰო, ჰო... არ მოგესმა, კუკურას ეძახდნენ -გაეღიმა მას და ჭიქებში ჩამოასხა ღვინო. შემდგომ ჩემს პირდაპირ ჩამოჯდა და მშვიდი ღიმილის თანხლებით მკითხა.-არ გინდა შენზე მომიყვე?
-რას გულისხმობთ?
-მგონია დროა ერთმანეთი ახლოს გავიცნოთ. ვიცი რომ ომი მოიარე და ისიც რომ მეგობარი დაგეღუპა...
-მეგობრები...
-როგორ?
-ახლა უკვე მეგობრები. ომმა ბევრი წამართვა მეგობრების სახით.
-იშვიათია ნამდვილი სიყვარული. ნამდვილი მეგობრობა კი, კიდევ უფრო იშვიათი. შენს სიტყვებში კი ვხედავ ნამდვილ სიყვარულს.
-მაპატიეთ, ომზე ნამდვილად აღარ მსურს ბევრი საუბარი. სათქმელიც რაღაა?! ტყვია-წამლის გარეშე დარჩენილი ახალგაზრდები რომლებიც შიშველი ხელებით იბრძოდნენ. ეს იყო და ეს...
-გაგაზე რას მეტყვი? -ჭიქა ოდნაც შეანჯღრია და შემდეგ მოსვა.
-გაგა ჩემშია და ისევ განაგრძობს ჭკუის დარიგებას. სიზმრად ხშირად ვხედავ და ვგრძნობ ხოლმე მის სიახლოვეს.
-სიმართლე გითხრა, ილო ხშირად მიყვება ხოლმე თავის მეგობრების შესახებ. მისგან გავიგე გაგას ისტორია და მის მეგობარ სანდროზეც რომელიც გიოსთან ერთად იბრძოდა. ვიცი რომ მონასტერსაც ხშირად სტუმრობ რაზედაც მოხარული ვარ. მიყვარს ახალგაზრდების ასეთი დამოკიდებულება სასულიერო ცხოვრების მიმართ. შორიდან გიცნობდი და ყოველთვის მქონდა სურვილი რომ პირადად გაგსაუბრებოდი...
-და მეც აქ ვარ -გავუღიმე მას.
-ნამდვილად.
-დღეს დღეისობით შენმა გზამ აქ ჩამოგიყვანა და შემდეგ რა იქნება?
-ვერ მიგხვდით.
-სანდრო მომისმინე! 23 წლის ბიჭისთვის ზედმეტად ბევრია ჩემი აზრით, ის რაც ნახე ამ მოკლე ხანში.
-არ ვიცი რა გითხრათ. ყველაზე რთული კი ის გახლდათ რომ უღმერთო ომში როგორც ჯარისკაცები უწოდებდნენ, ღმერთის არსებობის ერწმუნათ მათ.
-ბუნებრივია შვილო, ეს ხომ ომია. -წამოიწია მოხუცი და ჭიქა ხელახლა შემივსო ღვინით.
-ომი მათ ფსიქოლოგიას ანადგურებდა და რწმენას ხომ საერთოდ. ბრძოლის ამ უზომო სისასტიკეს ბოლოს მივხვდი.
-ახლა რას აპირებ?
ამ სიტყვებზე გამეცინა რადგან უკვე რიგით მერამდენე ადამიანი მეკითხებოდა ამას. მეც თვალი გავუსწორე მას და ჩვეული პასუხი გავეცი.
-გზა უნდა გავაგრძელო...
-სტუმრები? - ფანჯრიდან ეზოში შემოსული მანქანის დანახვაზე, მოხუცი ფეხზე წამოიჭრა და კარებისკენ გაემართა - ნეტავ ვინაა?

                                                                                                                                  ***
სასმელი ნამდვილად არ მომკიდებია, ეს სწორედ რომ ის გოგო გახლდათ ფოტოდან - მარიამი. მარტო ჩამოსულა თურმე ბაბუის სანახავად. კარების ზღურბლთან შევჩერდი და ასე შორიდან ვადევნებდი თვალს, ბაბუასა და შვილიშვილს. იცით! ვუყურებდი მათ და ვხვდებოდი რომ ბოლო დღეები სულ სხვა სამყაროში აღმოვჩნდი. ჯერ კიდევ უცნობი ხალხი ჩემთვის, უცხო გარემო, თუმცა ჭეშმარიტად გულწრფელი სიყვარული და სითბო იშლებოდა გარშემო. სასიამოვნოა ამ ყველაფრისათვის თვალის დევნება და კიდევ უფრო და უფრო ვხვდებოდი რომ ესაც კი მაკლდა, სხვა ყველაფერს რომ თავი გავანებოთ. დიდი ხანია ამდენი სითბო არ მიგვრძნია ჩემს სულში, რამაც სრული ჰარმონია შემოიტანა ჩემს, ჯერ კიდევ გაყინულ ვენებში და სისხლმაც თითქოს იწყო მოძრაობა. აი, ხომ გეუბნებოდით... უჩვეულოდ ამიფორიაქდა თქო სული. ვფიქრობ ეს კაია, ხო?!
  ხანგძლივი მოკითხვების შემდეგ, ისინი ჩემსკენ დაიძრნენ. გოგონამ კი მოასწრო იქამდეც ჩემი შემჩნევა, თუმცა მოხუცმა მაინც, დიდი ხნის ნაცნობივივით გააცნო ჩემი თავი, მარიამს და მანაც ხელი გამომიწოდა. წამით მისმა დაჟინებულმა მზერამ შემაყოვნა თუმცა მეც გავუღიმე და აივნიდან სახლშიც გადავინაცვლეთ. შინ შესვლის თანავე კი:
-ბაბუ, ცუდ დროს ხომ არ გესტუმრე? -გაეცინა გოგონას.
-არა ბაბუ, რას ამბობ?!
-მაშინ შემოგიერთდებით.
-მოწიე სკამი და მოდი...
-შენ სანდრო ხო?- გამომხედა მარიამმა
-კი...
-მერე ბაბუს არ მოუყოლია თავისი კოლექციის შესახებ?
-რომელი კოლექციის?-მივუბრუნდი მოხუცს, მან კი მარიამს ახედა და ხელი ჩაიქნია.
-დაიწყო ეხლა... ისეთი არაფერი შვილო, წლებია მონეტებს ვაგროვებ და...
-იცი, ზოგიერთ მონეტას თავის ისტორიაც კი აქვს?!
-მაინც?-ჩავეძიე მეც
-აი მაგალითად ერთი მონეტა რომელიც ბაბუმ პატარაობისას მაჩუქა, რევერსი არ აქვს...
-ეგ როგორ?
-ჰო ეგრეა. მხოლოდ ავერსია, მოკლედ ქარხნული წუნია. ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება და ამ იშვიათობას მე ვინახავ.
-აღარ მახსოვს სად- წამოიწყო მოხუცმა - მაგრამ მახსოვს რომ გამყიდველმა გადმომაყოლა, დახურდავებისას.
-აბაა...- ისტორიას ისეთი განცდებით ჰყვებოდა რომ მის ყოველ მიმიკასა და ხელის უჩვეულო მოძრაობაზე, ჩემთვის ჩამეღიმებოდა ხოლმე. უთუოდ უნდა ითქვას, რომ საოცარი ენერგეტიკის მატარებელი გოგონა ჩანდა,მარიამი.
-საინტერესოა - ვთქვი მე და სუფრის წევრებს სადღეგრძელო შევთავაზე -ჩვენს გაცნობას დავლოცავ!
-დიდი ხნით ხარ, სანდრო? -მკითხა მარიამმა და ჭიქა ფრთხილად, თითქმის შეუმჩნევლად მომიჭახუნა.
-ალბათ კიდევ 1-2 დღეც გავჩერდები.
-მაშინ ხვალ დილით ავდგეთ და ერთად მივხედოთ საჯინიბოს. რას იტყვი?
-კეთილი...

                                                                                                              ***
ღამეს ისევ, გაგა მესიზმრა, იგივე ტექსტითა და მოწოდებით. გამოფხიზლებისას კი მთლიანად ოფლში ვცურავდი. გადავწყვიტე დროებით ჰაერზე გავსულიყავი და ჩემთვის მეფიქრა.  გარეთ გამოსვლისას მოხუცის სახლისკენ სინათლე შევნიშნე, თუმცა ყურადღება აღარ მიმიქცევია და იქვე ჩამოვჯექი. ვერაფრით ვხვდებოდი თუ რის თქმას ცდილობდა, გაგა ჩემთვის. რატომ არ უნდა მომესმინა გიოსთვის ან საერთოდაც სად უკან დავბრუნებულიყავი?! წესით ასე არც უნდა დავძაბულიყავი ამ ყველაფერზე, ეს ხომ მხოლოდ სიზმარი იყო და სხვა არაფერი, მაგრამ მაინც მეფიქრებოდა. სიცოცხლეში გაგასგან უამრავი კარგი რჩევაც მიმიღია და შემდგომ არც არასდროს მინანია რომ მას ვუჯერებდი. ახლა კი ვერ ვხვდებოდი თუ რისგან აპირებდა ის, ჩემს არიდებას ან რატომ მაინც და მაინც მე და არა გიოც. ისაც ხომ ჩვენი მეგობარია. ასე კითხვებით ვიყავი მოცული როდესაც თავზე მარიამი წამომადგა, ჭიქა ყავით ხელში.
-ვერ იძინებ? - მკითხა მან. ჭიქა მომაწოდა და გვერდით ჩამომიჯდა.
-ხოო... რაღაც ვერ ვიძინებ? -შუბლი მოვისრისე და გავხედე.
-ვერც მე. - ღრმად ჩაისუნთქა - სამზარეულოდან შეგნიშნე და მეთქი შევუერთდები თქო.
-ყავისთვის მადლობ.
-მიხარია რომ ასე მეხმარები, ჩემი ოცნების ასრულებაში.
-მე კი მიხარია ამის მოსმენა შენგან. - გავუღიმე მარიამს.
-ყოველთვის მინდოდა რომ ცხენებით სავსე საჯინიბო მქონოდა და ნებისმიერ მსურველს (განსაკუთრებით პატარა ბავშვებზე ვფიქრობდი) შეძლებოდათ აქ მოსვლა და ცხენით ჯირითი. ვიცი რომ ბავშვებს მსგავსი რამ ძალიან აბედნიერებთ.
-სანამ აქ ვარ, იქნებ დავუბრუნოთ საჯინიბოს პირვანდელი სახე. დანარჩენს კი შენც შეძლებ.
-აუცილებლად, მადლობ.
-ესე იგი ბავშვებისთვის ხო?
-კი ბავშვებისთვის...
-და ეს ყველაფერი უანგაროთ?
-უანგაროთ.
-კარგი, გავაკეთოთ ეს საქმე.
-შენ რა გაბედნიერებს, სანდრო?
-ვერ მიგიხვდი...
-ანუ ადგილი და მდგომარეობა, სადაც დაუსრულებელ ბედნიერებას გრძნობ, ეს სადაა?...
-აქედან შორს.
-შემდეგ შინ დაბრუნდები? -ჩამეძია მარიამი.
-არ ვიცი.
-ეგ როგორ?
-უბრალოდ არ ვიცი, აწი საით წავალ, თუმცა...
-თუმცა რა?
-ის რომ, წავალ იქ სადაც ეს ჩემი ცხოვრებისეული გზა დასრულდება და დაიწყება სულ სხვა.
-შენსავით უცნაური პასუხი - გაეცინა მარიამს.
-თავად რას აპირებ?- კითხვის დასრულებაც ვერ მოვასწარი, რომ მისი ტუჩების, ვნებიანი კოცნა ვიგრძენი და ტანშიც თბილმა ჟრუანტელმა დამიარა. რამოდენიმე წამს ასეც ვიყავით, კოცნით გაბრუებულები. შემდეგ თავადვე წაიწია უკან და ჩურჩულით მითხრა:
-მაპატიე...
მოულოდნელობისგან ვერაფრის თქმა ვერ შევძელი. მარიამის ამ მოულოდნელმა სითამამემ, ცოტა არ იყოს დამაბნია კიდეც. რის შემდეგადაც, ის წამოდგა და უჩუმრად განმშორდა. სახლში შესვლამდე კი ერთხელაც გამომხედა და მშვენიერი ღიმილის თანხლებით, თვალსაც მოეფარა. 

     
                                                                                               
                                                                                                            (გაგრძელება იქნება)









კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები