მოქარგული რვეულები მიყვარს, ლამაზ-ლამაზ ფერებად, ლამაზი ორნამენტებით, შემიძლია საათობით ვარჩიო მათი ყდა, ფურცლის ხარისხი, შემდეგ კმაყოფილი დავბრუნდე სახლში და თაროებზე იმ ფიქრით შემოვდო, რომ გავავსებ, ოქროსწვერა კალამს მოვუსვამ და მელნით გავასუქებ. ღიმილით ვემშვიდობები დროებით და იწყება მათთვის ჟამი ლოდინისა - სხედან და ელოდებიან რას ჩავწერ მათში.
ვუყურებ და ვიბნევი ასეთი ლამაზები არიან, მოიგეს ჩემი გული, მაგრამ არ ვიცი რა სწამთ, მხოლოდ ჩემი არაცაცია ხელია მათთვის შემოქმედი. გავაცნობ სიტყვებს და მაშინ ირწმუნებენ იმ უზენაესს, რომლისაც ჩემ მიერ მათ სხეულზე დაწერილ თითოეულ ბგერას სწამს, ირწმუნებენ, როგორც გვარშეცვლილი რძლები. მესმის ჩემი სარძლოების ფურცლების შარაშური, კისკისებენ, ხალისიანი მოლოდინი აქვთ სატრფოსთან შეყრის. შებინდებას მათი სიმშვიდე მოჰყვება, დილას კი სულგანაბულნი ხვდებიან თეთრებში გამოწყობილი პატარძლები - მელნისთვის, როგორც საქმროსთვის გამოპრანჭულნი. ელიან მოქარგული რვეულები სატრფოს, ელიან თეთრი სიცარიელის შევსებას. მოლოდინი მშვიდია, ღირსეულს ელიან, სატრფო კი, შეიძლება არც ლამაზი ხელწერით გამოყვანილ ასოებად დააჩნდეთ, ან სულაც უწმაწური სიტყვებით აავსოს მათი მქრალხაზიანი უბიწოება. წლებია თაროებზე ერთმანეთის გვერდით სხედან ცარიელი რვეულები, მე კი - მათი სიცარიელის შემოქმედი, ვუღიმი და ვესაუბრები იქვე მყოფ ჭაღარა წიგნებს, ვეკითხები აზრს, მელნის ავ-კარგიანობასთან და აღზრდასთან დაკავშირებით. ისინიც ბევრ, ძალიან ბევრ რჩევას მაძლევენ და მაბნევენ, მათი გამოცდილება სავსეა და მძიმე. მათ ცარიელ ფურცლებზე სხვა ღმერთებს ულოციათ და თითქოს რწმენაც არ აქვთ საერთო. არ მინდა ჩემი პატარძლების ასე აჭრელება - ისინიც სხედან და ელიან მელანს, მე კი მათი სითეთრის შებღალვას ვუფრთხი და ასე გადის დრო ჩემთვის და ჩემი ომის ორომტრიალში ჩაბმული ჩემი პატარძლებისთვის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ვწუხვარ, გვიან ვნახე თქვენი შეფასებები. გმადლობთ და მახარებს თქვენი შეფასება :)
ვწუხვარ, გვიან ვნახე თქვენი შეფასებები. გმადლობთ და მახარებს თქვენი შეფასება :)
4. როგორც გვარშეცვლილი რძლები - რა მაგარი თემა წამოწიე უეცრად. შინაგანი მუსიკა აქვს ნაწერს მაგრამ ცოტა, სულ ცოტა რიტმი რომ ჰქონოდა ალაგ-ალაგ მაინც გადასარევი იქნებოდა. უნდა გამოგიტყდე, ამ გვერდზე არ მოველოდი ასეთ ნაწერს, ამიტომ არც შემოვსულვარ თავის დროზე (აღიარება) და დავითის ვრცელი კომენტარი რომ დავინახე მივხვდი, ტყუილად არ გაირჯებოდა.
ძალიან საინტერესო ტექსტია! - ასე იწყება წინა კომენტარი და ასე დავამთავრებ მე :) როგორც გვარშეცვლილი რძლები - რა მაგარი თემა წამოწიე უეცრად. შინაგანი მუსიკა აქვს ნაწერს მაგრამ ცოტა, სულ ცოტა რიტმი რომ ჰქონოდა ალაგ-ალაგ მაინც გადასარევი იქნებოდა. უნდა გამოგიტყდე, ამ გვერდზე არ მოველოდი ასეთ ნაწერს, ამიტომ არც შემოვსულვარ თავის დროზე (აღიარება) და დავითის ვრცელი კომენტარი რომ დავინახე მივხვდი, ტყუილად არ გაირჯებოდა.
ძალიან საინტერესო ტექსტია! - ასე იწყება წინა კომენტარი და ასე დავამთავრებ მე :)
3. ძალიან საინტერესო ტექსტია!
არაჩვეულებრივი შედარებებია. რაღაც მომენტში, ჭილაძის "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა" გამახსენდა. ჩემი აზრით, რომანის უმთავრესი ღირებულება, სიღრმეებთან ერთად, ულამაზესი მხატვრული სახეებისა და ზედმიწევნით ზუსტი შედარებების სინთეზია.
აქაც ასეა! :)) მიზანმიმართულად არ ვაკოპირებ გამორჩეულ ადგილებს, სრულად წაიკითხონ! 2 კომენტარი ძალიან ცოტაა.
თუმცა, შემთხვევით არ მიხსენებია რომანი...
ვფიქრობ, ტიციანის სტრიქონები - "ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს, რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს." ზედგამოჭრილია ლექსის არსის გასააზრებლად.
პოეზია უნდა იყოს იმპულსური, "მოვარდნილ" ემოციის გადმონთხევა ფურცელზე. ავტორის ფილოსოფიაზე და მსოფლმხედველობაზე მეტად, მისი შინაგანი სამყარო, განცდები უნდა იკითხებოდეს, განზოგადებული სახით.
ვერ ვიტყვი, რომ პროზაა, მაგრამ გენიალურ ლექსი რომ იყოს (ჩემთვის) მეტი იმპულსურობა და მთავარი იდეის შეცვლა ან უფრო მეტად ემოციურად, დრამატულად გადმოცემაა საჭირო.
დასასრული ძალიან დუნეა, აფეთქების გარეშე და შესაბამისად მთელი ის სილამაზე, რაც პირველი სიტყვიდან ბოლო სიტყვამდეა, უბრალოდ, ქრება კითხვის დასრულებასთან ერთად. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ერთხელ წაკითხვით კი მოვიხიბლე, მაგრამ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მეორეჯერ წაკითხვის სურვილი ნაკლებად მაქვს, თუმცა გარკვეულ ადგილებს აუცილებად მოვუბრუნდები :)
იმედია არ მიწყენთ ვრცელ კომენტარს.
სიამოვნებით დაველოდები მომდევნო ლექსებს :) ძალიან საინტერესო ტექსტია!

სიამოვნებით დაველოდები მომდევნო ლექსებს :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|