ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
4 ივნისი, 2016


მე ელენე ვარ...

  ისტორია, რომლის მოყოლაც გადავწყვიტე, ეს ჩემზეა და მინდა, რომ ასე დაიწყოს.
-მე ელენე ვარ...
  11 წლის მოზარდი, რომლის ცხოვრებაც ნამდვილად განსხვავდება სხვებისგან იმით, რომ მე ბრმა ვარ. სიმართლე გითხრათ ყოველთვის ასეთი ვიყავი რაც თავი მახსოვს და საკუთარი სახელი - ელენე. სახელის მიმართ კი, განსაკუთრებულად დადებითი დამოკიდებულება მაქვს და ძალიანაც მიყვარს, ელენე, ელენე. შემიძლია ასე დაუსრულებლად ვიმეორო, თუმცა არა! სჯობს ისევ ისტორია მოვყვე. დავიბადე ერთ ჩვეულებრივ ოჯახში და დედმამიშვილებს შორის ყველაზე უმცროსიც ვარ, უფრო სწორად კი გახლდით, თუმცა ეს შემდეგ... ახლა კი იმაზე თუ რატომ არის ჩემი ცხოვრება განსხვავებული სხვებისაგან, გარდა იმისა, რომ ვერ ვხედავ, ეს იმაში მდგომარეობს, რომ მე  ბავშვობიდან ადამიანებს კი არ ვეკონტაქტები, როგორც ეს ჩვეულიბისამებრ ხდება, არამედ მე მათ შევიგრძნობ. სწორედ ასეა... ამის შემდეგ კი რთულია ვინმე მარტივად ადგეს და მომატყუოს, ვინაიდან მე მათ ვგრძნობ და მათი სხუელებიდან წამოსული იმპულსები კი, ზუსტ პასუხებად გარდაიქმნებიან ჩემში და შემდეგ პიროვნების გარკვეულ ჩანახატს მიქმნის გონება. იცით მგონი ადამიანთა გულის ცემასაც კი ვგრძნობ. საკმარისია ხელზე შევეხო ხელითვე (განსაკუთრებით, ძლიერ სქესზე მაქვს საუბარი), რომ აშკარად ვგრძნობ მათი ხელების თრთოლვას ჩემს ხელებში, რასაც შემდგომ გულის აჩქარებული ტემპის ხმაც თან სდევს და სუნქთვაც თითქოს უხშირდებათ. არ ვიცი ეს რატომ ხდება და არც იმას ვიტყვი, რომ ხშირად მეთქი, მაგრამ ხდება და რატომ დავმალო? ბუნებრივია, რომ ძალიან მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და შემიძლია დაუსრულებლად ვესაუბრო მათ სხვა და სხვა თემებზე, თუმცა ხდება ისეც, რომ განმარტოებითაც მიყვარს ყოფნა და საღამოს გრილ ჰაერზე რაიმე ძველი კლასიკური მუსიკის მოსმენა. მიყვარს, თუ როგორ ემოციებს აღძრავს ხოლმე მომღერლის მიერ გამოცემული ნაცნობი ჟღერადობა ჩემში და თუ როგორ დამივლის ამის შემდეგ მთელ ტანში ჟრუანტელი. ერთი სიტყვით დადებითი და პოზიტიური ემოციების მოყვარული გოგო ვარ და ეს ალამაზებს ჩემს ცხოვრებას. რა სჯობს იმას, როდესაც ადამიანი სიყვარულით აღსავსეა და სურს, რომ ეს გულწრფერი გრძნობა, ქართული ხმებივით სხვებშიც გაშალოს, გადასცეს და გაუზიაროს. არც არაფერი, რა თქმა უნდა.
  ახლა კი პირადი... სულ რაღაც 3 წლის ვიყავი, როდესაც ჩემთვის გაურკვეველი მიზეზების და გამო მშობლებმა გამაშვილეს და მოგვიანებით ვიღაც უცხო ოჯახმა მიშვილა. ახალგაზრდა ცოლ-ქმარნი იყვნენ და ძალიან კარგადაც მექცეოდნენ. შვილები ჰყავდათ, როგორ არ ჰყავდათ?! მაგრამ რა ვიცი, აი ასე... უბრალოდ ადგნენ და მიშვილეს. კაცი არქიტექტორი გახლდათ, ქალი კი საბავშვო ჟურნალის მთავარი რედაქტორი. ალბათ იმას მიხვდებოდით, რომ სახლში თითქმის არ იყვნენ და ფაქტობრივად დღის უმეტეს ნაწილს ჩემს ახლად შეძენილ და-ძმასთან ვატარებდი. ოჯახში უფროსი წევრიც გვყავდა. ეს ახლა უკვე ჩემთვის უსაყვარლესი ბაბუაა. ბაბუა, რომელმაც ყველაზე დიდი სითბო და სიყვარული მაჩუქა და მთელი ჩემი შეგნებული არსებობის დროს, თითქმის წუთითაც კი არ დავუტოვებივარ მარტო. მგონი დანარჩენ შვილიშვილებს არ აქცევდა იმდენ ყურადღებას, რამდენსაც მე და ეს არ ხდებოდა იმის გამო, რომ მე ვერ ვხედავდი. მან მართლაც გულწრფელად შემიყვარა ისეთი ბავშვური და გულბრყვილო, როგორიც ვიყავი. ერთი უცნაურობაც გვახასიათებდა მე და ბაბუას (უცნაურობა ეს, სხვის თვალში), როდესაც ძლიერი წვიმა მოვარდებოდა ხოლმე, გარეთ გავდიოდით და ბაბუ ხელში აყვანილს მატრილადებდა, ჰაერში კი უხილავ წრეს ვკრავდი ხელებ გაშლილი და ეს მოძრაობა, რაღაც ლამაზ ცეკვად მეჩვენებოდა. თითქოს უსასრულობაში დავფრინავდი, რადგან მიწას ვერ ვგრძნობდი და ყოველი წვეთის დაცემა ჩემს სახეზე დიდ სიხარულსა და ბედნიერებას მგვრიდა. ერთად ვიცინოდით ხოლმე და სულ მეუბნებოდა: - ხმამაღლა იყვირე რაც გსურს, ელენე. აქ არავინაა. შენ თავისუფალი ხარ, როგორც მიწის მიზიდულობისაგან, ისე გარე საყაროსგან. ღმერთო! რა მშვენიერი იყო ეს ყველაფერი და უცებ რა... რამოდენიმე დღეში, უპატრონო ბავშვთა სახლში ამოვყავი თავი, ისევ გაურკვეველი მიზეზების და გამო, თუმცა იქ სულ რამოდენიმე დღე დავყავი. გარკვეული დროის შემდეგ ბაბუმ მომაკითხა, ხელი მომკიდა და ისევ სახლში დამაბრუნა. უკან დაბრუნებულმა კი უთქმელადაც ვიგრძენი, რომ დედ-მამა ოჯახში აღარ იყვნენ და ამჯერად, მხოლოდ მე და ბაბუა დავრჩით ამ დიდ სახლში მარტოდ მარტო. ერთი შეხედვით ცოტა აბდაუბდა ცხოვრების რიტმს ნამდვილად არ გაუფუჭებია ჩემში ის ბავშვური გრძნობები რაც გამაჩნდა. არც არაფრის შემშინებია არასდროს. ერთ დილას კი ბაბუამ სანაპიროზე გამიყვანა და მცირეოდენი პაუზის შემდეგ წამოიწყო:
-იცი, შენ დიდი გოგო ხარ ელენე და ნელნელა იწყებ ისეთი რაღაცეების აღქმას, რაც ბევრ შენი ასაკის ბავშვს არ შეუძლია...
-ვიცი - ჩურჩულით ვუპასუხე მე.
-მაშინ მომეცი პირობა, რომ რასაც ახლა გეტყვი, ყურადღებით მოისმენ და გულწრფელ პასუხს გამცემ.
-გპირდები.
-უნდა წავიდეთ...
-სად?
-შორს ელენე, აქედან შორს.


                                                                                                  (გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები