ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პოეზია
7 ივლისი, 2016


მისტერიუმი

ვმღერი სიმღერას ყოველთათვის,
ვისთვისაც ღმერთი,
მეგობარია ანდაც სატრფო
და თავად სახლი,
ვახლი ამიტომ
საფლავის ქვას
თავს სისხლის ფერთხვით,
და მონატრება..
მონა მტრების,
ხმლების და კვერთხის,
გავრეკე ისე,
როგორც მწყემსი
გარეკავს ფარას,
არა თუ ტკბილი
ვერ ვიპოვე მწარე სამსარაც,
სამსალა დამყვა დაბადების
დღეიდან დღემდე,
ხემდე სიცოცხლის მივაღწიე
და მერე მოვჭერ,
ორჯერ და სამჯერ,
რომ არ მეყო სიკვდილთან ცეკვა,
მოვდრიკე ცერი,
შევუერთე არას და ნეკას,
მოვითხე ხეთი,
მეროპისი და ჯოჯოხეთი,
ყველა კლემაქსი
და კოშკები
ისე ვით დანტემ
და მერე ვფანტე,
მოხნულ მიწის
გულში ხმა ღმერთის
და შევუერთდი
უ აზრობის ჰიეროფანტებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები