| ავტორი: ფე ჟანრი: პოეზია 7 ივნისი, 2016 |
ქვიშის ქალაქი ჩვენ წავედით ჭეშმარიტებებისთვის, აქ არ იყო მახვილი და სისხლი. შიში არ იყო სიცარიელე და საფეხური სინათლე დამთავრდა? კედელთან იყო მიწა და ქალი, ურთიერთობებმა სხეულებში გადაინაცვლეს. ის სახლი არ მიუტოვებიათ , სადაც ანათებენ კედლებს ყოველ ღამით ტრიალებენ წრეები და ამბობენ ფრაზებს... ბზარიდან გაპარული შიშით ვეძებთ ადგილს, სადაც კუთხეა სიმსუბუქე, ეს შეიძლება დაიმახსოვრონ კარადებმა და სხვა ნივთებმა. მიწამ მიიბარა საგნები და მე თავისუფალი ვარ საგნებისაგან, ნივთებისაგან, შენგან, ტალახისაგან ჩემი შეცდომისათვის, განწყობილებები წვიმებში გადადიან, გარბიან ქალები, კაცები ირჩევენ მიმართულებებს. წვიმა გადაივლის გზებს, სახლებს, სახურავებს წვიმა გამოილევა ცაში და დატოვებს გუბეს ყოველ შემთხვევისთვის ფეხს დაისველებს ანცი მოხუცი, მან შეიძლება მზიან ამინდში კატებს დასცინოს ეს შეიძლება დაიხატოს ან განმეორდეს, ჩვენ ვაგრძელებთ ჩრდილებს ჩვენი ტანიდან, ვზრდით მახსოვრობას, როცა სისველემ შენი თმები გაიმეორა , თვალები, ტანი, ხელები, ხმა, სახლი, სადაც ვეგუებით, როცა გადაივლის იმედები სიყვარულისთვის, რასაც შეიცავს რსაც შეიცავს ჩვენი სიზმარი. ჭეშმარიტებას, რომელსაც შევცვლით წარსულიდან და წავალთ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ფე, ჯერ ვიფიქრე ისევ ისეთი დამხვდებოდა როგორებსაც მიგვაჩვიეთ, ბაც... და სხვა რამ დამხვდა, მაგრამ ეს ერთი შეხედვით, ორჯერ გადავიკითხე და ახლა ზუსტად ვიცი, რომ სწორედ ის არის რასაც ველოდი. :)) ფე, ჯერ ვიფიქრე ისევ ისეთი დამხვდებოდა როგორებსაც მიგვაჩვიეთ, ბაც... და სხვა რამ დამხვდა, მაგრამ ეს ერთი შეხედვით, ორჯერ გადავიკითხე და ახლა ზუსტად ვიცი, რომ სწორედ ის არის რასაც ველოდი. :))
3. საინტერესოა +3 საინტერესოა +3
2. ქვიშის სახლები, ქვიშის საათები, არ მომწონს თემა. ქვიშის სახლები, ქვიშის საათები, არ მომწონს თემა.
1. რაღაც კარგს გადავაწყდი მემგონი? :) მერე კიდე გადავიკითხავ.. (ჩაკვირვებით :)) რაღაც კარგს გადავაწყდი მემგონი? :) მერე კიდე გადავიკითხავ.. (ჩაკვირვებით :))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|