ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კოლხი111
ჟანრი: პოეზია
8 ივნისი, 2016


SALAO

ეძებენ ტოლებს თანატოლები
და ეცლებიან ადამიანებს,
არ უკვირთ როცა მიატოვებენ
ან მიტოვება დაუგვიანეს.

ღმერთებს ეძებენ უღმერთოები
ხტებიან მიწის უცხო კიდიდან. 
და სხეულიდან გაზრდილ რტოებზე
ლპობამდე,  ანუ მხოლოდ დროებით
მილიარდობით გვამი ჰკიდიათ.

გზა არ ელევათ როგორც ყოველთვის
და ითვისებენ უცხო ქალაქებს,
როდესაც მათი თანატოლები
ლპობამდე,  მაგრამ მაინც დროებით
თითქოს დაგალგდნენ.


მხოლოდ სიცოცხლეს ათამაშებენ
ბლეფზე მიდიან მხოლოდ სიკვდილთან,
როცა თვალებზე მზე შეაშრებათ
(მზეს ცაზე მუდამ ვინ გააჩერებს)
ნუღარ იკითხავთ.

და არ ეშლებათ მათ არაფერი
არ გვემის მათი მწარე ღრიალი,
როდესაც სხვებმა თეთრი აფრები
ააფრიალეს როგორც აფთრებმა
ჩრდილმაც დატოვა ადამიანი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები