ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფოული
ჟანრი: პოეზია
10 ივნისი, 2016


ხმამაღლა დუმილი

ქალაქის კარიბჭესთან ლამპიონი მდგმურის წინ
ერთი გოგოა რომელსაც ყველა უყურებს,
ვგრძნობ ხმამაღალ ნოტებს დუმილში
ასე ხმამაღლა არავინ ჩურჩულებს.
გარშემო უამრავი უღმერთო ტაძრებია
რომლებშიც მარხია ხალხის ილუზია,
ქუჩებში ვირთხები და ნაძირლები დაძვრებიან
მათ შორის ერთი კი ანგელოზია,
ეს სიტყვა ამოიღეს ხმარებიდან
თუმცა ცენზურას უშუალოდ ჯიბრიდ ადებენ,
იქვე ახლოს ადამიანებს სხულები ამოაქვთ ხრამებიდან
სულებს კი უმოწყალოდ შიგნით აგდებენ !
ერთი გოგოა რომელიც ჩურჩულებს
და ბიჭი რომელიც სცენაზე დადგმულს
შორი-ახლოდან ჩუმად უყურებს,
ასე ხმამაღლა არავინ არ დუმს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები