ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანა-მარია-8
ჟანრი: პოეზია
16 ივნისი, 2016


თაურძალი

ცხენს მიაქროლებს თმაგაშლილი ამორძალივით,
სამყაროს რისხვის არ გაეგო ჯერაც თავნებას,
ზღვის ქაფისაგან წამომდგარი სხივის სხეული
ცხენს მიაქროლებს თმაგაშლილი ამორძალივით.
ჯადოქარივით იჯდა ძალი უბელო ცხენზე,
ქალწულს მფარველობს სამყაროს ხმა პირველსაწყისი,
ზღვის ქაფისაგან პირველქმნილი უცხო სხეული
უბელო ცხენს რომ დააქროლებს ჯადოქარივით.
თავნება იყო ამორძალი, ძალი თაურის,
გრძნობდა სამყაროს გულისცემას თავის მაჯებზე,
მისი ნაირფრად მოკიაფე თმის ხვეულები
სჯობნიდა მჯობი კაცთა გონით შემკულ ხარჯამეს.
ცხენს მიაქროლებს თმაგაშლილი ამორძალივით,
წინ მიჰქრის, მაგრამ ის არ იცის სად რა მოელის,
არც ადარდებს და მიაქროლებს ამორძალივით
თმაგაშლილი და პირველქმნილი ვნების მორევი.
ძლიერებისგან ღიმილიან სახეს ზევით სწევს,
ჩახვეული თმის ბოლოებში მოსჩანს ყვავილი,
სურნელი ათრობს, წინ მიჰქრის და რა ელის იცის,
გაბრაზებული თმიდან იძრობს ველის ყვავილებს.
სამყაროს რისხვის რომ გაიგო თავნება ქალმა,
უმატეს ცხენის ნესტოებმა ხარბი შესუნთქვა.
მისი ნაირფრად მოკიაფე თმის ხვეულებში
ცეცხლის ენებმა გაიკვლიეს გზა უცაბედი,
გზა იყო გრძელი, ვიწროც იყო, მთვარე პირ-უტყვი,
აღარც ცხოველნი ხმაურობდნენ ღამეს კუნაპეტს,
ხელზე სურნელი მოჭყლეტილი ყვავილის ჰქონდა,
გული მორევში ჩაემდუღრა თავის ცრემლებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები