ახლა ღამეა წუთებს ითვლის უშენოს მთვარე, ქვაფენილზე კი ნაბიჯების კვალი ატყვია, და როგორც ჩვევა ბნელი ისევ ნათელს დაჰბადებს, თუმცა უშენოდ ჩვეულ დღეებს ისევ ავდრიანს...
ახლა ღამეა შენზე ფიქრში მთებიც ოხრავენ, და ეს ბახუსიც გაიწელა ჩვეულ მარტივით, და ცის მტვრისფერი ღრუბლები,რომ ემსგავსა კარვებს, ასე გაიყო გზები ორად გზები მარტივი...
ახლა ღამეა და შენც ჟიზელ პირქუში მზერით, თუმცა ხმაურით,გვერდს აუვლი ნაცნობ ადგილებს, და დაგშორდება შენი ლანდი,ვითომ თანმდევი, და უჩემობას ასე უფრო გაგიადვილებს.
ისევ ღამეა ჩემო ჟიზელ და ისევ გნატრობ, დგას სიმარტოვე ნიღაბს ირგებს ჩემს ალაყაფთან, სევდის და სახლი შეუცვლიათ ცრემლიან მნათობთ, მათი მოლბერტიც გაცვეთილი აღარ დაგხატავს. კვლავაც ღამეა,მე შენს წილხვედრ ოცნებას ვჩქარობ, ქუჩის კუთხეში ტანშიშველი ხეების წყება, თითქოს საწყისი,უსიცოცხლო სიცოცხლის წყარო, მივიწყებული დროებისგან ქვესკნელში წვება. ... ახლა ღამეა წუთებს ითვლის უშენოს მთვარე, ქვაფენილზე კი ნაბიჯების კვალი ატყვია, და როგორც ჩვევა ბნელი ისევ ნათელს დაჰბადებს, თუმცა უშენოდ დღეებს ჩვეულ ისევ ავდრიანს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. რაღაცნაირია,მეხელოვნურა ზოგან. ვერ მოვიხიბლე ნაწერით. რიტმიიდან ამოვვარდი წარმატებები რაღაცნაირია,მეხელოვნურა ზოგან. ვერ მოვიხიბლე ნაწერით. რიტმიიდან ამოვვარდი წარმატებები
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|