ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰ ა ნ ა
ჟანრი: პოეზია
19 ივნისი, 2016


აბსურდული მინიმა

იყო და არა... ჭირი იქა,
დროდადრო მაინც
ბუმერანგივით ბრუნდებოდა,
იყო რა... ლხინი,
დრო საცერით ცრიდა ფქვილივით.
რჩებოდა  ქატო,
ვერ იყოფებდნენ და მიმოჰქონდათ
იქიდან აქა, ან პირიქით
მანამდე, სანამ
დარჩებოდა საცერში
იყო,
არა იყო რა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები