ქუჩა _ Тверь კაფე _ Красный ангел და ეს არ არის ვენეცია, მშვიდობით პაველ. მე წყლას ვითხოვ და შენ მტრების ყავას, მე მეცინება სიტყვა მტრებზე, შენ_ჩემს ღიმილზე. მშვიდობით პაველ, პირველად მიჭირს ამ სიტყვის თქმა, როგორც პირველი თხოვნა შენთან, რომ წამიყვანო სადმე მშვიდ და უხმო ადგილას, მაშინ როდესაც უთმო ძმებთან ერთად დამხვდი სკოლის ეზოში, როგორც გჩვევია და ამჯერადაც შეაშინე ჩემი კლასის სკოლის ჩანთებ მოკიდებული ქერა ბიჭები. მშვიდობით პაველ, მე აღარ ვიცხოვრებ იმ კორპუსში, რომლის ეზოშიც სკოლის შემდეგ მოდიხარ შენს უთმო ძმებთან ერთად, და ჩემს ქერათმიან მეზობლებს ებრძვი ბოროტი მზერით. საით მიდიხარ? _ მკითხავ ალბათ საქართველოში _ მოგიგებ და შენ შეიშლები.
რა დაგიშალეს კავკაზებმა, ვერ გამიგია პაველ, და ეს შენი დაწყევლილი ორგანიზაცია ორთაგან ერთი მიზეზია რომ არ მიყვარდე. "კრემლი ეს არის რაც ჩვენს მოძრაობას არეგულირებს, კრემლი ეს არის რაც ჩვენს მატერიალურ სიმწიფეს უზრუნველყოფს, კრემლი ეს არის რაც ჩვენს სამედიცინო დაზღვევას აფინანსებს, კრემლი ეს არის დემოკრატიული ოკუპაცია" _ შენ შეიშალე პაველ " კრემლი ეს არის დემოკრატიული ოკუპაცია" " კრემლი ეს არის გამოხრული კბილის დაბჟენა" " კრემლი ეს არის გარკვეულ ფენათა რელიგია " _ შენ ომი მოგწყურდა პაველ. " საქართველო ეს არის კავკასია " _ შენ შეშლილი ხარ პაველ.
ახალი ქუჩა, ახალი სკოლა, ახალი ეზო, იქ დამაკლდები, თუმცა სჯობია დამაკლდე და მომენატრო, ვიდრე აშინებდე ჩემს ახალ შავთმიან კავკაზ კლასელბს, და მძულდე არა მათ გამო, არამედ გამო სიახლოვისა.
" კრემლი ეს არის ნამდვილი სკინხედი, მტერი კავკასიელთა " მე მეღიმება სიტყვა მტერზე, შენ ჩემს ღიმილზე ქუჩაზე _ Тверь კაფეში _ Красный ангел ეს კი არ არის ვენეცია, მშვიდობით პაველ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. არა, არანაირი ხელოვნრობა არ მიგრძვნია, პირიქით, დიდი ემოცია მოიტანა და გამიკვირდა, ამ გვერდზე, წინა ტექსტის შემდეგ, ასეთ ნაწერს თუ აღმოვაჩენდი. არა, არანაირი ხელოვნრობა არ მიგრძვნია, პირიქით, დიდი ემოცია მოიტანა და გამიკვირდა, ამ გვერდზე, წინა ტექსტის შემდეგ, ასეთ ნაწერს თუ აღმოვაჩენდი.
7. პროტესტი ნამდვილად არის და კარგად გადმოცემული თანაც. ხელოვნური - პროტესტის გლობალური მიზეზებია ვიდრე ეს ნაწერი. (ჩემი აზრით) პროტესტი ნამდვილად არის და კარგად გადმოცემული თანაც. ხელოვნური - პროტესტის გლობალური მიზეზებია ვიდრე ეს ნაწერი. (ჩემი აზრით)
6. ვეთანხმები მელზს
წაუხელოვნურებს ნაძალადევს გავს უფრო ვეთანხმები მელზს
წაუხელოვნურებს ნაძალადევს გავს უფრო
5. არ მიკვირს წინასაგან განსხვავებით ამ ტექსტს ნაკლები გამოხმაურება რომ მოყვა. ეს არასაქართველოური პრიბლემატიკის შესახებ მსჯელობა არის და ამიტომ. არ მიკვირს წინასაგან განსხვავებით ამ ტექსტს ნაკლები გამოხმაურება რომ მოყვა. ეს არასაქართველოური პრიბლემატიკის შესახებ მსჯელობა არის და ამიტომ.
4. მე ვფიქრობ კარგი პროტესტია, ფრიადი არა, კარგი და გასაგები. საინტერესო თვალით დანახული...
მსგავს თემაზე ნაწერი იშვიათად მინახავს და შეიძლება ამიტომაც მიიქცია ჩემი ყურადღება.
ასეა თუ ისე ანუშკა, ჩემგან პლიუსი პირველი შთაბეჭდილების ფონზე. მე ვფიქრობ კარგი პროტესტია, ფრიადი არა, კარგი და გასაგები. საინტერესო თვალით დანახული...
მსგავს თემაზე ნაწერი იშვიათად მინახავს და შეიძლება ამიტომაც მიიქცია ჩემი ყურადღება.
ასეა თუ ისე ანუშკა, ჩემგან პლიუსი პირველი შთაბეჭდილების ფონზე.
3. გურულები ყვებიან მეორე მსოფლიო ომის ამბავს"ბიჯო, მძინარე საბჭოთა კავშირს, თავს დაესხა გერმანია და ყბაში მაგრად თხლიშა . წამოხტა საბჭოთა კავშირი , თხლიშვას მე გასწავლიო და სულ დააუმტვრია ცხვირპირი, ბოლომდე სდია" გევიდა დრო და ხანი , დრო ყველაფრის მკურნალიაო და ახლა ქართველები ვეხვეწებით მოვდივართ მეგობრულად და შემოგვიშვიო,,
მოყვარე ვის არ უხარია, შეგვიშვებს აბა რა.
გურულები ყვებიან მეორე მსოფლიო ომის ამბავს"ბიჯო, მძინარე საბჭოთა კავშირს, თავს დაესხა გერმანია და ყბაში მაგრად თხლიშა . წამოხტა საბჭოთა კავშირი , თხლიშვას მე გასწავლიო და სულ დააუმტვრია ცხვირპირი, ბოლომდე სდია" გევიდა დრო და ხანი , დრო ყველაფრის მკურნალიაო და ახლა ქართველები ვეხვეწებით მოვდივართ მეგობრულად და შემოგვიშვიო,,
მოყვარე ვის არ უხარია, შეგვიშვებს აბა რა.
2. ჩემი აზრით კიდევ ნორმალური ნაწერია. +1 ჩემი აზრით კიდევ ნორმალური ნაწერია. +1
1. არანაირი ემოცია არ მოიტანა. არ ვიცი.. მეხელოვნურა (არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ.. )
არანაირი ემოცია არ მოიტანა. არ ვიცი.. მეხელოვნურა (არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ.. )
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|