 | ავტორი: მინიმე ჟანრი: პოეზია 20 ივნისი, 2016 |
დედის თვალებით დაწყებული დილით არსებობ რომელიც ოთახს მზის სხივივით მუდამ ანათებს, ბედნიერი ხარ,მაგრამ ზოგჯერ იმათზეც ფიქრობ ვინც დედიკოებს ინახულებს მხოლოდ საფლავზე. დედის თვალებით დაღამებულ დღეებს იხსენებ და გიხარია,რომ მის გულში სანთლად ანთიხარ, მერე კი ფიქრობ იმ შვილებზე რომლთა ხელით ანთებულ სანთელს,მარტოობის ფერი ატყვია. სახლში მისული ნაღვლიანი(ცუდი) დღის შემდეგ, რომ გინდა რამე დალეწო და ცოტა დამშვიდდე, დედის თვალებში ჩაიხედე,ნურაფერს ეძებ, არამგონია ამის მერე მტვრევა დაგჭირდეს შენი ნივთების,ჭურჭლისა და სხვა დანარჩენის რადგან ღმერთია შენს სახლში და უნდა დაწყნარდე, მერე კი საბნად დაახურე დედას ხელები ცივი ღამეა არ შეცივდეს,გთხოვ დააფარე. იმათმა რა ქნან როცა სახლში მისულნი მარტო, კედელზე სევდით დაკიდებულ სურათს უმზერენ, სადაც ღიმილი უსიტყვოდაც ყველაფერს ამბობს, თუმც ნაღვლიან გულს ვერაფერი ვეღარ უშველეს. დედის თვალებით დაწყებული დილით არსებობ რომელიც ოთახს მზის სხივივით მუდამ ანათებს, ღმერთო უცოცხლე ყველას დედა იქამდე სანამ, დედის გარეშე დარჩენილის სევდა გაქარწყდლეს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. "სანამ დედა მყავს არ დავბერდები"კარგი ლექსი და სიმღერაა. დედაზე მიძღვილი ავტორის ლექსი თბილი ,ტკბილი და გემრიელია. "სანამ დედა მყავს არ დავბერდები"კარგი ლექსი და სიმღერაა. დედაზე მიძღვილი ავტორის ლექსი თბილი ,ტკბილი და გემრიელია.
1. ღმერთო უცოცხლე ყველას დედა იქამდე სანამ, დედის გარეშე დარჩენილის სევდა გაქარწყლდეს....
ეს როდისაა ნეტავ? მგონი არასდროს :(
ღმერთო უცოცხლე ყველას დედა იქამდე სანამ, დედის გარეშე დარჩენილის სევდა გაქარწყლდეს....
ეს როდისაა ნეტავ? მგონი არასდროს :(
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|