ესაა ტრამვაის და ვნების მუსიკა, ძირს გდია ქუჩა, რომ მომდევდა ფეხდაფეხ, გიყვები შეწყვეტილ სიზმრებზე უსიტყვოდ და გაუთენებელ ღამეთა შესახებ.
მზე ფერიცვალების სამოსს ჰგავს საკრალურს, მის ქვეშ ღრუბლისფერი ღმუიან ბელტები, ოჯახის სიწმინდეს ღაღადებს Sagrada, მე ასე უშნოდ და უნდილად ვბერდები.
რთულია გარდაცვლა. და მაინდამაინც ვერავინ შემატყობს სახეზე ქარიშხლებს, ვიპოვე სიკვდილის შიშების წამალი, იმ დღიდან, როდესაც გიხილე... კაეშნით,
ნატერფალს გავყვები შიშველი გაუდის, არაცნობიერი ღვივდება ლანდები, გულის ყველა კედელს ზანზარი გაუდის, ქალაქის კარიბჭის კიდესთან ვთავდები.
ცა მელნად იღვრება ქაღალდის ტილოზე, სიშორის სიძველის სუნი აქვთ შენობებს, რა რჩება მეტი სხვა… ტაძარი, ილოცე, ითხოვე შეშლილი სულისთვის შენდობა.
ლექსს ახლავს ნახატი განცდების მისტიკა, ცოდვებს არ ითვლიან… ღმერთმა მაპატიოს. ესაა ტრამვაის და ვნების მუსიკა, ვტოვებ და მივდივარ შენგანაც… ადიოს!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ლექსი უმაღგლესად ძლიერია მაგრამ ჩვენი მეგობარი გარდაიცვალა გიორგი გაჩეჩილაძე დამირეკე თეა ლექსი უმაღგლესად ძლიერია მაგრამ ჩვენი მეგობარი გარდაიცვალა გიორგი გაჩეჩილაძე დამირეკე თეა
1. ლექსი უმაღგლესად ძლიერია მაგრამ ჩვენი მეგობარი გარდაიცვალა გიორგი გაჩეჩილაძე დამირეკე თეა ლექსი უმაღგლესად ძლიერია მაგრამ ჩვენი მეგობარი გარდაიცვალა გიორგი გაჩეჩილაძე დამირეკე თეა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|