ამ სიბნელეში აღარ დარჩა არცერთი ფერი, ვმღერი და ტყეში ვეხეტები, თვალს ცრემლით ვიხევ, ფერები ადევს მხოლოდ ბორკილს, სულს კიდევ-მტვერი ნათურა არის მხოლოდ ერთგან და ჰქვია ციხე
შენ გმოსავს შიში, შიმშილი და ორი აბი, ტკივილით იშვი და გაგზარდეს ფერადი კაბით, მაგრამ სურვილი უფრო მეტის და უფრო ფართოს, და კვლავ სურვილი სიმსუბუქის ასე რომ გათრობს,
გართობს არ გინდა არაფერი, შენ სითბოს გარდა, ფარდა.. ეშვება და მიცურავ ვით მთვრალი თევზი, კოვზი, ერევა ფერად სითხეს და სუნთქავ მარდად, შენი სხეულით ევერესტი მე უკვე შევსვი,
გადის საათი, კიდევ ორი, შენ გძინავს ჩემზე, გემზე ირწევა ვარსკვლავების, ხომლების კრება, ჭკნება გვირგვინი, მოხვეული უნაზეს მხრებზე, და ჩვენ არა გვაქვს არც დემონის არც ღმერთის ნება
წვება ნისლები, მე გიყვები ფილოსოფიას, და კიდევ იმას რომ იესო ყველგანმყოფია..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ლოგიკას პულსი არ ესინჯება, :) ლოგიკას პულსი არ ესინჯება, :)
5. ქალბატონ მარის თანმხვედრია, ჩემი შეფასება. ქალბატონ მარის თანმხვედრია, ჩემი შეფასება.
4. მთვრალი თევზი როგორია? რა დატვირთვა აქვს ახლა მაგ საწყალ თევზს, რომელიც გაალოთე რითმის შენარჩიუნების გარდა? სულს ორმ მტვერი ადევს ეგ მომენტი მომეწონა. მეორე სტროფში ირევა მუსიკა, რომელიც პირველმა დაიწყო.
გვირგვინს მხრებზე რა უნდა? მთვრალი თევზი როგორია? რა დატვირთვა აქვს ახლა მაგ საწყალ თევზს, რომელიც გაალოთე რითმის შენარჩიუნების გარდა? სულს ორმ მტვერი ადევს ეგ მომენტი მომეწონა. მეორე სტროფში ირევა მუსიკა, რომელიც პირველმა დაიწყო.
გვირგვინს მხრებზე რა უნდა?
1. წვება ნისლები, მე გიყვები ფილოსოფიას, და კიდევ იმას რომ იესო ყველგანმყოფია.. წვება ნისლები, მე გიყვები ფილოსოფიას, და კიდევ იმას რომ იესო ყველგანმყოფია..
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|