ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მინიმე
ჟანრი: პროზა
1 ივლისი, 2016


გვირილები

-ნახე,გვირილები დაგიკრიფე,დაითვლი?
-მოდი ერთად დავითვალთ.
-ვუყვარვარ,არ ვუყვარვარ,ვუყვარვარ არ ვუყვარვარ...
-ანდაც აღარ მინდა.. წამოიძახა უცბათ გოგონამ.
-რატომ?
-არ ვუყვარვარ-ზე რომ შევჩერდე გული დამწყდება.
-რა სასაცილო ხარ.მაშინ გვირიგვინს გაგიკეთებ და ჩემი დედოფალი იყავი.
-როგორ მიყვარხარ...
-მეც ძალიან..წამო გავიქცეთ მდინარესთან..
გადამწვანებულ მდელოზე ორი არსება ხელჩაკიდებული მიიკვლევდა გზას.ბიჭმა სიცილ-კისკისით გაუკეთა გვირგვინი გოგონას და თავზე ნაზად დაადგა. მზე კი ისე იჭყიტებოდა ღრუბებიდან,როგორც საბნის ქვეშ დამალული პატარა ბავშვი,რომელსაც ჩაბნელებული ოთახის შეეშინდება.
-იცი რაზე ვფიქრობ? თქვა ბიჭმა და პატარა კენჭი ისროლა მდინარისაკენ.
-მითხარი..
-ის გვირილები შემეცოდნენ წეღან რომ დავკრიფე.
-ვაი..
-როგორ ალამაზებდნენ იმ მდელოს ჩვენ რომ ფეხით ვთელავდით.ცხოვრებაც ასე არაა? ვკლავთ სილამაზეს,რომელიც ჩვენ არ შეგვიქმნია.არ გვაქვს უფლება ამის..
-ჩამეხუტე.
მდინარე სწრაფად მიედინებოდა.ჩახუტებული წყვილი კი ისე ალამაზებდა ირგვლივ ყველაფერს,როგორც ერთი დანთებული სანთელი მიტოვებულ სასაფლაოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები