ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რჩეული
ჟანრი: პროზა
2 ივლისი, 2016


მისთვის ღირდა..........

რაა სიყვარული?დროების მონაა,გრძნობა მონატრებით გაჟღენთილი.....
სწორედ იმ მონატრებით სულიდან გულში,რომ იღვრება,გულს,რომ გტკენს და თვალებიდან მოედინება ცრემლებათ,სიყვარულის ყველაზე მძიმე ფორმა ყოფილა სწორედ ეს მონატრება,სწორედ იმ წუთების მონატრება,როდესაც შეგეძლო ახლოს გყოლოდა ის ადამიანი,დამტკბარიყავი მისი ბედნიერებით,გტკენოდა მისი ტკივილი,იმ ყველაფრის მონატრებაა მწარე,სიკვდილის ტოლფასი,როდესაც ტირი და მხოლოდ მისი სახელი ტრიალებს ფიქრებში,ყველაფერი უფერული ხდება მის გარეშე,ვეღარც მეგობრები ახერხებენ გაგიფერადონ დღეები,როდესაც ზიხარ და მის სახეს ხატავ,შლი და ისევ ხატავ რადგან ყველაფრის მუზა სწორედ მისგან მოდის,როდესაც საერთო მხიარულებაში მოიწყენ,როდესაც ერთი ჭიქა ღვინო ტკივილს განიჭებს,რადგან უფრო მეტად გიმძაფრდება მონატრება,შენ კი არ შეგიძლია უთხრა....

-თითქოს ამ ქვეყნად მოვლენა იმისთვის ღირდა,გენახა და შეგყვარებოდა,გეპოვნა ამ სიბინძურით სავსე მიწაზე,ის ერთად ერთი ვისითაც ამ ყველაფრის აღქმა ისწავლე,ისწავლე რა არის მონატრება,ისწავლე რა არის გიყვარდეს და აფასებდე მის თითოეულ ნაბიჯს,ყველაფერი მისთვის გაგხარებოდა და მისით ყოფილიყავი ბედნიერი,მისით ვინც ღიმილის ავტორი და საკუთარი ბედნიერებაა!ალბათ სასაცილოა,მაგრამ არაფერია იმაზე კარგი,როდესაც ადამიანია შენი ბედნიერება და არა სხვა რამ...რაც გიცხოვრია ყველაფერი სწორედ იმად ღირდა მას შეხვედროდი,თუკი ოდესმე ვინმე გკითხავს,ისევ გიიყვარს თუ არა,პასუხი მხოლოდ ერთი გაქვს,მე ვერ წარმოიდგენ იმ დღეს,როდესაც აღარ გეყვარება,როდესაც რამე დაგავიწყებს ამ ტკივილს რასაც ახლა გრძნობ,რადგან ეს მონატრება გიღებს ბოლოს,გახრჩობს და არ გაძლევს სუნთქვის საშუალებას,თუმც მაინც ცოცხალი რჩები რადგან,შენი სიკვდილიც ვერ გაბედავს მას რამე ატკინოს,არ გეგონა ამდენი თუ შეგეძლო,ვერც ვერასდროს ახსნი ასე რატომ შეგიყვარდა, ან თუ შეძლებდი გეცხოვრა იმ ადამიანის გარეშე ვინც შენი სამყაროა,ადამიანის რომელიც ყველაფერზე მაღლა დგას.....
რთულია გიყვარდეს,ხედავდე, გინდოდეს გამოხატო,ბოლო ხმაზე იყვირო,რომ გიყვარს,მაგრამ არ შეგეძლოს,ცდილობ თვალები აარიდო,რადგან რამდენადაც არ უნდა ეცადო გრძნობები მალო,თვალები გაგყიდიან,თუმცა უნდა გაიაზრო,რომ ერთად ვერასდროს იქნებით,რადგან შესაძლოა ოდესღაც თავად მოჭერი ამის ყველა გზა,დღეს კი ბევრ რამეს ნანობ,თუმცა ამაოდ,რადგან ერთად ვერასდროს ვერ იქნებით და იმაზე მეტად გაქვს ეს გააზრებული ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია,ამიტომაც არიდებ თავს ისაუბრო სიყვარულზე.........

ნამდვილი გრძნობა ალბათ არასდროს მთავრდება....


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები