 | ავტორი: გიგო ჟანრი: პროზა 16 ივლისი, 2016 |
ბრბო დაღლას ვერ გრძნობს. წყალი მუდამ მოძრავია. ღვინო მუდამ მდუღარეა. გონება... სად არის გონება? - იქ სადაც ტვინია? არა, იქ სადაც გულია... არა, იქ სადაც სხეულია... არა, იქ სადაც მუდამ ჩივილია: „ნეტა ჭკუა მქონოდაო“ დიახ, ის დღე მეტად ხმაურიანად დაიწყო. სადარბაზოს პირველი სართულის შუა კარი სრულად გაეღო ოჯახის უფროსის მიერ მოღერებულ წიხლს და კოჭლი კოლიას ფეხის მსგავსად ცალ უღელზე ჩამოკიდებული კონწიალობდა. ფარდები ორპირს საკიდებზე შემოეხვია და იქვე სამზარეულოს მარცხენა კუთხეში: თავგაჩეჩქვილი, ტანდაბალი, დაკიფოზებული ქალი თვალებს ეპიზოდურად ათამაშებდა. მარჯვენა ხელით დასაყრდენს ეძებდა, რათა წამომდგარიყო. ხმაურისა და ცემა-ტყეპის რეჟისორი მისაღებ ოთახში ოთხი მეზობლის მიერ გაკავებული კვლავ ბოლო ხმაზე ღრიალებდა, ილანძღებოდა და ერთ ბოთლ მუკუზანს ითხოვდა. - გემოვნება კი აქვს ამ გამო... - ნეტა ეგრე გემოვნებით აირჩია ეგ გაჭირვებული ქალი? - მე ვფიქრობ, ბავშვობაში სპორტულ წრეზე არ დაყავდათ. - ბიჯო, კი მაგრამ როდემდე? როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე? - ნეტა ჭკუა სად ჰქონდათ? - გეღიმება არა? - მთვრალი ვერაფერს ატყობდა და არც მათი ესმოდა... - ჩაეძინა, ხო? - კი. დავაწვინოთ! ხომ არ მიუწვები? ახლა სჭირდება მას მამობრივი სითბო და დახმარება. - იცინის ჩუმად. - არა რააა... ყველაფრის მწამს და თითქოს მჯერა. მჯერა, რომ ყველა ბავშვი ანგელოზია, მაგრამ მერე ფრთებს ვინ აჭრის ამ ანგელოზებს ეგ ვერ გავიგე?! - სეკატორით მებაღე. ახლა არ მკითხო ეგ მებაღე სამოთხიდან არისო? - მართლა?! - ოეეე... ღმერთო დიდებულო. შენც გადაკრულში ხარ არა? - ჰო - როდის მოასწარი? - დილიდან. მაშინ გირჩევ ჩემთან დარჩე, დღეს. კიდევ ერთხელ არ მსურს გამშველებლის როლი მერგოს უფლისგან. ისედაც მოწყალიეა ჩემ მიმართ და არ მინდა მეტად შევაწუხო. ეგ თანამდებობა მეტისმეტი წყალობაა! - ჩააჩურჩულა სკივრი თერთმეტის ბინადარმა, სკივრ თორმეტში. ბრბოში წყლის ხმა და ძალა მისი. ღვინო მღვრიე და გონება ნალექიანი! იქ სადაც მუდამ ჩივილია!
გიგო რიონელი 17 ივნისი 2016 წელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ფრიადი, შენ, გიგილო! :*
5! ფრიადი, შენ, გიგილო! :*
5!
1. ყველაფრის მწამს და თითქოს მჯერა. მჯერა, რომ ყველა ბავშვი ანგელოზია, მაგრამ მერე ფრთებს ვინ აჭრის ამ ანგელოზებს ეგ ვერ გავიგე? საინტერესო ფრაზა. ყველაფრის მწამს და თითქოს მჯერა. მჯერა, რომ ყველა ბავშვი ანგელოზია, მაგრამ მერე ფრთებს ვინ აჭრის ამ ანგელოზებს ეგ ვერ გავიგე? საინტერესო ფრაზა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|