 | ავტორი: გიგო ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 5 ივლისი, 2016 |
წერილი ოცდამეერთე
"პოეტებო, პროზაიკოსებო" იქნებ შეისვენოთ და გამოტოვოთ ერთხელ მაინც რომელიმე კონკურსი... რას იტყვით? ნუ იფიქრებთ რომ: ორდენით, სიგელით და სხვა მსგავსი ჯილდოებით თქვენი კვარცხლბეკი მუდამ 'იკაშკაშებს"... და ამასობაში შესაძლოა "წერაც ისწავლოთ"... ვერ ისწავლით, უკვე დაიკარგეთ! და მაინც კვლავ. სანამ იტყოდეთ "დავიღალე დღეს ავტოგრაფების გაცემითო", სჯობს ხელი შუბლზე შემოირტყათ... მშობლები თუ არ გყავთ მეზობელს თხოვეთ, რომ მღვდელთან მიგიყვანოთ შემოსალაწუნებლად!!! დაისვენეთ, დაისვენეთ!!! დამიჯერეთ... დღეში "ათი" ლექსი? სინდიიის-ნამუსსს... თქვენ კალამი არ გიჭირავთ ხელში, ბუმერანგია ეგ, ბუ-მე-რან-გი! დახედეთ ხოლმე!... გიგოს "ჭკუის საფითხებიდან" "დაკარგულ ჩინს ყველა მისტირის, ჩინში დაკარგულ სინდისს არავინ!" "ჩინიანს უჩინო წარჩინებული ათასჯერ სჯობს!" პატივისცემით მე, თქვენი... გიგო რიონელი 7 მარტი 2016 წელი
წერილი ოცდამეორე
პატარა ისტორიაა, კუ, ჟირფსა და ჭიყელეზე ხვატია, დამსკდარა მიწა და ნაპრალებიდან მომზირალი ჭიაყელები საინტერესო ამბის მომსწრენი გახდნენ: კუ ჟირაფს ეჯიბრებოდა ყელის მოღერებაში... გაეცინათ ჭიაყელებს და კვლავ გამომშრალ მიწაში ჰკრეს თავები. პატივისცემით მე, თქვნი... გიგო რიონელი 10 მარტი 2016 წელი
წერილი ოცდამესამე
ოცდამეერთე საუკუნე - ორი უკიდურესობა უნდა ავღნიშნო, უფრო სწორად გავაერთიანო. რიცხობრივად არიან ერთმანეთთან კავშირში, მორალურადაც. ამ საუკუნის "დიდებულებაზე" მავანნი საუბრობენ როგორც პროგრესულ და შეუქცევად მომავალზე. ასეც არის ალბათ თუ არ ჩავთვლით გეომეტრიულ სისწრაფეს, რითაც გამოირჩევა ის. ასე რომ... ე.წ. პოეტთა და მწერალთა სიმრავლე ზუსტად იმდენივეა, რამდენიც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ერთ პატარა სამშობლო-ქვეყანაში. ფრთხილად იყავით ეე მანდ ჯანმრთელი მუზები არ მოგიჩინონ მეთვალყურედ... უბრალოდ დემოკრატიაა ქვეყანაში! ამ ქვეყანაში კი "ყველაფერი მოსულა!" პატივისცემით მე, თქვენი... გიგო რიონელი 13 მარტი 2016 წელი
წერილი ოცდამეოთხე
ფინჯანი ყავა ცხელი დღე მზესავით და მზე მადუღა ჩაიდნის ფორმით, მასში რძე ქაფქაფა და ზედ ნაღები, ფიქრები - ვით ღრუბელი შავი ან ნაცრიანი. ერთი დღით მიტოვებული ყველაფერი და მომდევნო დღეს გაგრძელებული არაფერი. მათი ქმედებები და გაჩერებული მატარებელი, აყრილი ლიანდაგი ქალაქის შესასვლელში. არსად ჩასახვევი და აღარც თვალი დარჩა ვინმეს, ასახვევად. ერთი ბრმის ამბავი მინდა გიამბოთ, რომელსაც ყავა ნამდვილად არ უყვარდა. ბნელეთის გუშაგი მუდამ გვირაბების ბინადარი. თხრიდა დაუღალავად და გაკვალულ გვირაბებში მნელეთის ზედაპირზე მყოფ ბინადართ სამოგზაუროდ ეპატიჟებოდა, თუმც არც თუ ისე სასიამოვნო ხმით. მიჰყვებოდნენ ისინი სიბნელეში, არც წუხდებოდნენ, რადგან ყველა თვალებ დათხრილი იყო. იქ იყო ის ერთი ბრმაც. გვირაბს მუდამ აქვს დასასრული და სინათლე. მიჰყვებოდა მათ ის ერთი ბრმა იმ იმედით რომ, აუცილებლად ნახავდა... ის დაბადებიდან იყო ბრმა და მხოლოდ მზეს ხედავდა! ერთი ფინჯანი ყავა და მასში მზე რძისფერი, ყვითელი ნაღებით... ცხელი დღე და ცივი ღრუბელი შავი ან ნაცრიანი. ღია კარში გადადგმული ერთი ნაბიჯი და საფეხურებზე დაღვრილი პეშვი ნაღველი! მეორე ნაბიჯი და ცივი ღამე თბილი ჩაით. ბალიში მზიდან ჩამოტანილი და მასზე ბრმის მზერა, ცხელი - მიირთვით! პატივისცემით მე თქვენი... გიგო რიონელი 21 მარტი 2016 წელი
წერილი ოცდამეხუთე
დრო კამათლებით (ეტიუდი) გადავაგორებ ბუხრის პერიოდს და გვემისთვის ღმერთებს მოვუხმობ, რათა გამკიცხონ ქალაქზე, მარტო ფიქრისთვის... შემთბარ ძვლებში სიზარმაცე მეტად ხალისობს და გვერდებს, კუთხეებს როგორც ბრბოს - ზლაზვნით ისე იტკივებს! გვემის პერიოდს გავაგორებ კამათელივით და ბუხარიც ჩაქრება, ქალაქის მკიცხავთ მარტო დავტოვებ და მოვუხმობ ფიქრებს, რომ ძვლები გავათბო, რომ სიზარმაცე გაქრეს ქუდივით და გვერდებმა, კუთხეებმა მძლავრად იგრძნონ მხარი-მხარს და შვება დრომ! ალმოდებულ კამათელს ბუხრიდან ვიხსნი და ჩამქრალ, გვემად ქცეულ პერიოდს მოვუხმობ, რათა ქალაქში მარტო მოხეტიალეს, ფიქრები გავაკიცხინო უმოქმედობის! ზარმაცი ძვალი კი ჩამომჯდარა კაბინეტში საკიდთან ახლოს და ელოდება დროს, როცა ვინმე ზარს ჩამოჰკრავს - დროც ამოიწურება ქადაგების, ფიქრის და ცოდვების... პატივისცემით მე, თქვენი... გიგო რიონელი 23 მარტი 2016 წელი
წერილი ოცდამეექვსე
ორპირნი და ორგულნი ყველაზე დიდი ორი "მორალისტის" მაყურებელი საზოგადოება და საზოგადოებაც“ მორალისტი“... მორალისტები რომლებიც ტელე არხიდან რუპორით პატაკს აბარებენ არასამთავრობოებს, გადაბადრული კმაყოფილებით, შესანიშნავად შეძლეს და დაუშვეს აშვება ცენზურის და ზოგადად ამ სიტყვის არსებობის ალბათობა. გაუმარჯოს ლიბ-იდოს! სად იყო და სად არა... და იყო და თუ არა იყო რა... კითხვა „პატარა ქალაქის ზღაპრები“-ს ავტორს: გეკითხებით, ქარი საიდან უბერავს, თქვენ მაინც ვერ გრძნობთ ბატონო „ჩემო’? პასუხად: „მე ვგრძნობ, მხოლოდ ერთს - ცენზურა ხან სწორი, იქნება, ხან არა“. ვერ მიართვეს მორალისტებს პასუხად „ჩრდილოეთი“ და ყველაფრის პოლიტჭრილში გადამისართება მაოცებს და მაკვირვებს. თუმცა ზოგადად ყველაფერი გასაგებია, ახსნადი, პირადად ჩემთვის. მერწმუნედ არ ვარ უვიცი, როგორც ამას ჩვენ მიმართ გამაღიზიანებლად ამისამართებდნენ მორალ-ლიბიდ-ლიბერ-უისტები!!! ვაის შემომძახებლები, მეტად განათლებულნო, სამწუხაროდ აღარ დარჩება იმ თაობაში, რომლის ინკუბიცილებასაც თავად სჩადიხართ... ისინი ვერ შედგებიან იმ თაობად, რომელთა ღირებულება ჭეშმარიტად თავისუფალი იქნება! ახლა კი პასუხად ქარის ქროლვისა: საქართველოში ჩემნო და სხვისნო დიდი ხანია ორპირია! და არავის ახსოვს, რომ ორპირს ღია ფანჯრები იწვევს! თუ განიავების მიზნით გაგვიღია ფანჯრები შენი მოწონებული, მაშინ ქე ვართ განიავებულები! არც ვინმეს გახსენებია - შეიძლება ფანჯარას დარაბები ჰქონდეს და რომ „დარებებს მიღმა გაზაფხულია!“ არც ის გახსენებია ვინმეს, რომ სექსი ადამსა და ევასაც ჰქონდა... არც ის რომ, კაენმა აბელი მოკლა! პატივისცემით მე, თქვენი... გიგო რიონელი 25 მარტი 2016 წელი
წერილი ოცდამეშვიდე
აბა მოძულენო დამესხით თავს და თქვით, რომ არ შეიძლება ამის მოსმენა, რადგან ამით მიწებს დავკარგავთ. პრიმიტივებო!.. "მე მეზიზღებით თქვენ და მიჩუქნია ეს ზიზღი თქვენთვის" ტოლერანტობა მხოლოდ ერთი ერის მიმართ არ ვრცელდება,ხო? ფარდის მიღმა მოთამაშენო, არც ისე მძიმეა ეგ ფარდა, რომ ვერ ჩამოვხიო ის და არც ისე უხილავია თქვენი ნიღბები, რომ ვერ შევწვდე მათ... მე მოვკლავ მტერს მაგრამ არ ვესვრი თავისუფლებას! მე მოვკლავ მტერს მაგრამ დავინდობ სხვის დიდოსტატის მარჯვენას! მე მოვკლავ მტერს მაგრამ აღვადგენ ლაზარეს!!! პატივისცემით მე, თქვენი... გიგო რიონელი 30 მარტი 2016 წელი
წერილი ოცდამერვე
დანატოვარი ხმა!... მას შემდეგ, რაც ჩემი მშობლიური ქალაქი დავტოვე რათა ოჯახი მეხსნა არსებული სიდუხჭირისგან, მას შემდეგ რაც დაცარიელდა გული სისხლისგან და კაპილარებში დროგამოშვებით სიცარიელისგან ჰაერის ბუშტები ჩნდებიან, მას შემდეგ რაც ქალაქის ხმა ჩემთვის მიუწვდომელია, მას შემდეგ რაც ჩემმა ხმამ ნაქირავები კედლების ბზარების შემავსებლის ფუნქცია იტვირთა, ტვირთად მექცა უხმობა! ვჩივი დანატოვარს და ვეურჩები ჩემ ირგვლივ ამოშენებულ მონოლითს, რომლის გარღვევას ძველი კედლებიდან გამოყოლილი ხმით ვცდილობ... არა, ეს არ არის წარსულით ცხოვრება, ეს ახლის საწყისია, სადაც ძველი მუდამ გაკვალულის ცქერას ჰგავს ოდეს წაშლიდე მას. ნესტიან კედლებში ჩაშაქრული ჩემი ხმა... ბათქშში წყლის ნაცვლად სისხლი ჩვენი... ახალი ყალიბი და მასში ჩაყრილი ბუნების ხმა! *** მე არ მესმის თქვენი ხმა, რომელსაც თქვენთან ყოფნისას ვისმენდი. არც პასუხი გაქვთ „გამარჯობაზე“. ეს ის გამარჯობაა, რომელიც დროდადრო გკითხოლობთ წერილობით, მაგრამ, ვიწრო პარტიული ინტერესები გძლევთ-ხოლმე ან მე ვარ ქალაქის მტრად შერაცხული. არ მეცოდებით. ვკიცხავ საკუთარ შესაძლებლობებს და ვთრგუნავ მათ, რათა შემდეგში არ გაგახსენდეთ და გახსოვდეთ მხოლოდ ერთი... დანატოვარი ხმა!... ეს ისე, წინა საარჩევნოდ, რომ გაგახსენდეთ საკუთარი ხმის ტემბრი, ტონალობა და ყველაზე მთავარი ხანგრძლივობა!
პატივისცემით მე, თქვენი... გიგო რიონელი 2 აპრილი 2016 წელი
წერილი ოცდამეცხრე
უბნის ძაღლი რომელმაც ყეფა არ იცის (ეტიუდი) გაუმაძღართა ღრიანცელი... მუცლით მტკბობელთა ეპოქა. ჩახშული ხმა... უბნის ამბები, ისეთივე რუხია ზოგჯერ, როგორც მგლის ბეწვი და ისეთივე მზისფერია როგორც მერცხლის ბუდიში მზიდან ნატყორცნი სხივი. ჯერ კიდევ ლეკვი იყო, როცა დედამ მიატოვა. ის დღე როგორც ყველა სხვა დანარჩენი მომდევნო დღეები, უფერული, შავ-თეთრი იყო. ვიდრე მიხვდებოდა მიზეზს, ცრემლებად იღვრებოდა, გლოვობდა დედას. წკავწკავით აეკლო უბანი. ვინ აგინებდა, ვინ წყევლიდა, ვინ ქვას ესროდა. ჯერ კიდევ დაბალ ბეზწვს ლოკავდა, თათებს თვალებზე იფარებდა - მალულად ტიროდა. გაზრდა ვერ მოესწრო, რომ უბნიდან გადახვეწეს. ტყეში დატოვეს მარტოდ-მარტო, თვალახვეული. წკმუტუნით აეკლო იქაურობა. ადგილიდან არ დაძრულა, თითქოს ხოხავსო ისე ტრიალებდა ადგილზე და ცდილობდა სახვევი მოეძრო. ქარი ამოვარდა, ტოტების მტვრევის ხმა შემოესმა, რაც ფოთოლთა შრიალს დროდადრო ახშობდა... ხეთა დაუსრულებლად აშვერილი ტოტები კაწრავდნენ ცას, ტირიფნი კი საბუდარას ხვეტდნენ... სამი დღე-ღამე ქროდა ქარი, შემდეგ წვიმამ შეცვალა ის. დასველდა სახვევიც, კიდევ ერთხელ სცადა ლოკვერმა თვალსახვევის თვალებიდან მოცილება და მცდელობაც შედეგით დასრულდა. ირგლივ დამფრთხალი აცეცებდა თვალებს. ხის ფუღურო შეამჩნი შორი-ახლოს. მიცოცდა და იქ დაიდო ბინა ოდეს მგელი იპოვნიდა. დაყნოსა და უცხო შეიცნო. დედა არ იყო. მგელმა ყმუილს მიმართა და სულ თათებზე ჩამოსათვლელ წუთებში მის გვერდითსხვანი გაჩდნენ. ერთმანეთს გაოცებით უცქრედნენ. ეცნოთ უცნობი, როგორც მომთაბარე. ბჭობდნენ. მპოვნელს შეჰყმუვლეს და ანიშნეს, რომ დაეტოვებინა. არ ქნა. ის ხომ რვა შვილის დედა იყო. მეცხრე უთვისტომოც მისად ენიშნა. კისერში ჩაავლო კბილები, ასწია და მშვიდი ნაბიჯებით სახლს მიაშურა. რამდენიმე წელი დაჰყო დედის ნაცვალთან, ტყეში სადაც მხოლოდ ჯოგებად ცხოვრობდნენ. ესმოდა ხმები, უსმენდა მათ და სწავლობდა. უცქერდა ირგვლივბუნების სასწაულს და ვერ ამოეხსნა თუ რატომ ტოვებდნენ უცხონი მათ და სახლდებოდნენ დიდ გაუვალ კვითკირთა შორის.მხოლოდ მაშინ აკითხავდნენ ბუნებას, როცა ჟინის დასაკმაყოფილებლად დასდევდნენ ცხოველებს, ფრინველებსა თუ წყლის ბინადართ. სწორედ მათი ასეთი მომდევნო განავარდებისას, შეიპყრეს რადგან „ტყეში გაჭრილი ძაღლი უცილობლივ კარგი მონადირე დადგებაო“ -ამბობდნენ. თვალები კვლავ აუკრეს. დაბნელდა უფერო სამყარო. დღეს ძაღლი სხვა უბანში ცხოვრობს, უკვე მამინაცვალთან. დიდი მონაცვლეობა... *** პატრონს თავისი მონადირე ძაღლისა ვერაფერი გაეგო. სხვადასხვა ხმების უბადლო ოსტატს მეზობლები უჩიოდნენ მეპატრონესთან და იმუქრებოდნენ მისი უბნიდან განდევნით. თავადაც უჩიოდა ტყის ყოფილ ბინადარს და ვერ აეხსნა თუ რატომ ვერ წრთვნიდა მას სანადიროდ. ფიქრობდა მოშორებაზე. ის ხომ სრულფასოვნება დაკარგულად ითვლებოდა და უსარგებლოდ, მაგრამ მოსწონდა მისი სამეტყველო შესაძლებლობები და ვერ ელეოდა. ძაღლს არაფერი ადარდებდა გარდა დედის მიერ ალოკილი ბეწვისა და საკუთარი დაკარგული ხმისა. მეგობრები უბანში შეიძინა, მაგრამ უშედეგოდ. მისი ვერ გაეგოთ. ძაღლს ოცნება გაუჩნდა! ისურვა მასწავლებლობა. მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა და ის უარყვეს. ის დარჩა გაუმაძღართა ღრიანცელში, მუცლით მტკბობელთა ეპოქაში ერთადერთ „უცნაურ“ ძაღლად, რომელმაც ყეფა არ იცოდა... და ის თავისუფალი იყო ისე როგორც არასდროს!
პატივისცემით მე, თქვენი... გიგო რიონელი 2 მაისი 2016 წელი
წერილი ოცდამეთე
საქანელა, სიმაღლიდან დაშვებული სავარძელია, რომელსაც აქ ყოფნისას აუცილებლად შემოგთავაზებენ, რათა კვლავ დაბრუნდე იქ სადაც ოდესღაც ბჟუტავდი ან კაშკაშებდი. წერილი ოცდამეათეა და კაშკაშა წერილი უნდა შევაგებო მას, რომელიც არჩევნებიდან მეოთხე წელს ჩნდება სრულიად არამოულოდნელად; სხვის მიერ დამუშავებულ-გაშალაშინებული და ავტორის მიერ თვალგადავლებულ აქა-იქ ჩასწორებული. ღმერთმანი, ბატონობით მსურს მოგმართოთ, მაგრამ იმდენად ახლობლად მიმაჩნიხართ უკვე, რომ აუცილებლად ძიათი უნდა მოგმართოთ (მით უფრო, როცა ჯერ კიდევ დამფუძნებლად ვითვლები თქვენი პარტიისა (შვილო ზურაბ სადამდის?)), ძია ბიძინა, ვიცი, რომ სათვალეს არ საჭიროებთ, მაგრამ იმ უსათვალოების რიგს მინდა გადახედოთ,რომელთა თანრიგობა ქაოსურია თქვენ კარებთან. ასევე აღსანიშნავია რაც იყო, რაც არის და რაც იქნება. და ამ იყო, არის და იქნებამ გამახსენა - 2012-ში, წინა საარჩევნოდ, ხალხთან შეხვედრისას (რომელიც ჩემი და რამოდენიმე ჩემი მეგობრის ორგანიზებული იყო), თქვენ (სუბორდინაციას ვერაფრით დავარღვევ) მათ დაპირდით, "მაჩუქეთ ქალბატონი ეკა ბესელია, როგორც მაჟორიტარი და შემდეგ მე ვიცი ფოთს თუ რა რიგ მივხედავო. ჰოდა აქ შეცდნენ ფოთელთა უმრავლესობა როცა ერთი ანდაზის შინაარსი პირნათლად დაიცვეს - (უბრალოდ თქვენ გამო დაივიწყეს) "ნაჩუქარს კბილებს არ უსინჯვენო". პირიქით მოხდა - დიდი საჩუქარი ფოთელებს ერგოთ და არა თქვენ! ჰოდა ღიმილიც შესანიშნვი დაჩემდა მას შემდეგ რაც დეპუტატია. იმ დღეს ხელი მეც ჩამოგართვით და მზერაც მახსოვს თქვენგან (ქვეცნობიერის ბრალია), ხელები მალევე დავიბანე, რადგან საოცრად ჭუჭყიანი მქონდა ისინი, ბინძური საქმის გამო. თქვენი ძლიერი ხელი არაფერ შუაშია. თქვენც დაიბანდით დარწმუნებული ვარ - განა მარტო მე ჩამოგართვით ხელი?! ეს გისოსებიანი კუბო რად დავაყენე მთავარ სურათზე უნდა განვმარტო. არ იფიქროს ხალხმა, თითქოს დეპრესიაში ჩავვარდი და ა.შ... (მიზეზები კი მრავლადაა). ამ კუბოში დღემდე განისვენებს ის წერილები რომელთა ადრესატი ხალხი და თქვენ, ძია ბიძო, თქვენ ბრძანდებოდით, რომელთა საერთო რაოდენობა თხუთმეტს არ აღემატებოდა. იმ დღეს მივიღე ფოტო, როცა თქვენი ღია წერილი გამოქვეყნდა. წყაროს არ ვასახელებ - ვიცავ მის უფლებებს (საყოველთაო აღიარებას გაურბის). როგორც "აღმაშენებელს" მინდა გთხოვოთ ორი რამ: "გალობანი სინანულისანი" როცა დაწეროთ არ გამომაპაროთ და საქანელა გვჭირდება სიმაღლიდან დაშვებული, საქანელაა!!!
პატივისცემით, მე თქვენი... გიგო რიონელი 1 06.2016 წელი (ყველას დაცვის დღე)
წერილი ოცდამეთერთმეტე
წინა წერილი - რიგით ოცდამეათე უპოპულარულესი და ზედმეტად დაინტერესების ობიექტი შეიქნა. იმდენად რამდენდაც მას, მხოლოდ იმ პირებმა მისცეს მოწონება, რომელთა გამბედაობა აშკარა გახლავთ. იმ ადამიანებისაც მესმის ვისაც დასაკარგი ნამდვილად აქვთ, ამიტომ იმ უხერხულობისა და დაძაბულობის მოსახსნელად, წერილზე არსებული მონიშვნები სრულად წავშალე. მავანნი კი იტყვიან: "აი რატომ უარვყავითო, მსგავსნიო. უმართავნი და არაპროგნოზირებადი პიროვნებები არიანო." მოსახლეობის ის რიცხვი და რაოდენობაა კარგი, ვისზეც გამუდმებით საექსპერიმენტო ცდები იოლად ტარდება, ხოლო ვინც წერს და ამხელს აუცილებლად მომაკვდინებელ-საშიშ ვირუსად ჩაითვლება და აუცილებლად, ანტივირუსის ძიებისთვის ყველა რესურს გამოიყენებენ. ასე იყო.. ასე არის... და ასე იქნება!... განა ინკვიზიტორები გაქრნენ? ყველაფერმა ცივილური ფორმები შეიძინა. ადრეთუ ის შიშველი წარსდგებოდა მოქალაქეთა თუ ტომთა წინაშე, დღეს კარგად, ლამაზად, მიმზიდველდ შეფუთული ძევს ყველას კართან!!! მხოლოდორი ქმედებით განსხვავდებინ უკვე მოქალაქენი: ვინ ფეხს ჰკრავს ლამაზად შეფუთულ შავ ყუთს და ვინ ოჯახის წევრებთან ერთად გახსნის მას - სანტამ საჩუქარი მოგვართვაო!...
პატივისცემით მე, თქვენი... გიგო რიონელი 2 ივნისი 2016 წელი
წერილი ოცდამეთორმეტე
სიგრძე წონა მოცულობა მაქსიმალური სიგრძე სივრცეში მაცულობითია და წონაც მოცულობაში გარშემოწერილი სანტიმეტრები. რაც უფრო წაიგრძელებ კისერს მით უფრო შეუმჩნეველი რჩება სახე და ინტერესი მხოლოდ კისერზე გადადის, ხოლო რაც უფრო იზრდები მოცულობით გარშემოწერილობა ხდება ინეტერესის ობიექტი და მოღერებული ყელი იჩრდილება, მაგრამ აქ მხოლოდ ერთია მთავარი: წონით რამდენი დარჩები, რადგან უწონადობის იმედი იმ შემთხვევაში გექნება თუ იმ მოღერებული ყელით ვარსკვლავს მოეჭიდები!
პატივისცემით მე, მე თქვენი... გიგო რიონელი 4 ივნისი 2016 წელი
წერილი ოცდამეცამეტე
თვალი გავახილე და კვლავ წვიმს და ცივა სასტიკად. იქნებ მითხრათ, ვინმეს ხომ არ ჩაგიქროლათ ზაფხულმა? მე ვფიქრობ, რომ აშკარად გამასწრო. გასწრებაზე გამახსენდა და არა ზაფხულზე, თუმცა ცოტა რამ ზაფხულმაც, წვიმამ შემოდგომა გამახსენა და შემოდგომამ არჩევნები. არჩევნებმა პარტიები და პარტიებმა ადამიანები. ადამიანებმა, მათი მონაცვლეობები დაჯგუფებებში. დაჯგუფებებმა ვფიქრობ, რომ ფულს და დამფინანსებლებს შემახსენებს... და თავად ფიქრები რას მახსნებს? მახსენებს რომ მე, კვლავ ადამიანი ვარ, რომ კვლავ წვიმაში ვდეგავ და ვილუმპები, რომ წვიმაში ფეხით მომიწევს სახლამდე მისვლა, რომ სახლში სწორედ ისეთი ამინდია, როგორც გარეთ, რომ ზაფხული მხოლოდ სამი თვით დგება და არც ოდესმე წამოწვება ხოლმე ჩემთან ერთად მწვანე მდელოზე, რომ შემოდგომა თითქმის ხუთი თვისაა და რომ ოქტომბერში არჩევნებია. მე მოქალაქე ვარ, შენ მოქალაქე ხარ, ისიც მოქალაქეა და სახელმწიფო დიდი სახლია სადაც ნივთებს ადგილს მუდამ უცვლიან. ნივთთა ადგილმონაცვლეობა კი, მეტწილად უნდა ახსოვდეთ მათ ვინც არ თვლის მოქალაქეთ თავს და კანონშემოქმედებითობის გამო, სხვა იერარქიულ განზომილებაში წამოწოლილან, რომ გადამზიდავნი დაბალ იერარქიაში იძებნებიან!!! ზმორება არ უყვარს შემდგომას, მაგრამ ზაფხული იმდენად გაზარმაცდა, გამოღვიძებაც კი მიავიწყდა. შემაჯანღარებელი ნეტა არავინ ჰყავს?იქნებ შემოდგომამაც გამასწროს და გადავურჩე არჩევანი-არადანის თამაშში მონაწილეობას?! წერილი ოცდამეცამეტეა და აქ სრულდება ციკლიც, რომელიც ალბათ ღირსეულად დავასრულე, როგორც მწერალმა, როგორც უაზრომ და როგორც მოქალაქემ, რომელსაც ოცდაცამეტმა წელმაც გაასწრო! უფალმა გამასწრო!
პატივისცემით მე, თქვენი... გიგო რიონელი 10 ივნისი 2016 წელი
(დასასრული)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. საინტერესო წერილია, მხოლოდ ერთხელ წაკითხვა არ არის საკმარისი გასააზრებლად. საინტერესო წერილია, მხოლოდ ერთხელ წაკითხვა არ არის საკმარისი გასააზრებლად.
2. მადლობთ მუხა!!! არ ცდებით. როგორც ეტიუდი ცალკე გამოვაქვეყნე, მაგრამ წერილებიდან ოცდამეცხრეა. ასევე თქვენ, წარმატებები!!! მადლობთ მუხა!!! არ ცდებით. როგორც ეტიუდი ცალკე გამოვაქვეყნე, მაგრამ წერილებიდან ოცდამეცხრეა. ასევე თქვენ, წარმატებები!!!
1. სიამოვნებით წავიკითხე თავიდან ბოლომდე, სრული სიმართლეა , თვითეული წერილი ერთმანეთზე უკეთესი აზრიანი და საინტერესო პროტესტია მოცემული,. მომწონს თქვენი ფილადისებური სიტყვები. რაც შეეხება "წერილი ოცდამეცხრე"- ს ვფიქრობ ადრე წაკითხული უნდა მქონედს. იყო სადმე გამოქვეყნებული? თქვენ ჩემი რჩეული ავტორი ხართ. გისურვებ წარმატებებს.
სიამოვნებით წავიკითხე თავიდან ბოლომდე, სრული სიმართლეა , თვითეული წერილი ერთმანეთზე უკეთესი აზრიანი და საინტერესო პროტესტია მოცემული,. მომწონს თქვენი ფილადისებური სიტყვები. რაც შეეხება "წერილი ოცდამეცხრე"- ს ვფიქრობ ადრე წაკითხული უნდა მქონედს. იყო სადმე გამოქვეყნებული? თქვენ ჩემი რჩეული ავტორი ხართ. გისურვებ წარმატებებს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|