ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვ.ხაბეიშვილი
ჟანრი: პოეზია
6 ივლისი, 2016


ბრეკეტებიანი გოგო

მე ვიცნობ,ერთ ბრეკეტებიან გოგოს -
ის,სულ იღიმის...
მისი ღიმილი წააგავს -დედამიწას მოახლოვებულ
ასტეროიდის ანონს.
თავიდან გაშინებს , მაგრამ არ უნდა გაექცე.
უნდა მოიშორო ეს სულელური შინაგანი ხმაური,
ათასგვარი სისულელე , რომელსაც ავრცელებენ მასზე.
კამათელის გაგორებასავით , ერთხელ მაინც უნდა გამარტივდე
და ერთხელ მაინც უნდა მიენდო იღბალს...
მე ვიცნობ,ერთ ბრეკეტებიან გოგოს.
მისი ღიმილი ძალიან ჰგავს , ღამით, ატმოსფეროში შემოჭრილ
განათებულ ასტეროიდს ,
რომლის ჩუმი , თანმიმდევრული მოახლოვება
იმდენად გიზიდავს, -
სიამოვნებისგან შეიძლება,ფეხმოუცვლელად მოკვდე,კიდეც.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები