თუ ისევ გძინავს, ხედავ სიზმარს, შარშან რომ ნახე, თუ ისე გძინავს დამძიმებულ თვალებს ვერ ახელ, უმისამართოდ გამოვყვები ვარდების ხლართებს, ეკლების შიშით აცრემლებულ გაზაფხულს ვამხელ. თუ შენს ფიქრებში დილის ნამად გავჩნდები ხოლმე, ათასმეერთედ რითმებთან თუ წავაგებ ომებს, შეგახსენებ, რომ უშენობა მიმუქებს ფერებს, მე მაინც გეტყვი... და თუ გინდა მოვკვდები მერე...