ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეროლაინი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
10 ივლისი, 2016


მონატრებულ მეგობარს

წელია აგერ უკვე ორი,
არ მინახავს შენი ღიმილი,
რომელიც ასე ძალიან ჰგავდა მზის ამოსვლას...
მოედნიდან აფრენილი მტრედებივით გაილია ეს ორი წელიწადი
და გუშინდელი დღესავით მახსოვს შენი გულიანი ჩახუტება,
შენი თვალები მახსოვს,ღრმა და თაფლისფერი,
ხელები მახსოვს იანვრის ყინვაშიც რომ ათბობდა ყველას
და შენი დაუღლელი ფეხები მახსოვს,როცა
ყველას დასახმარებლად პირველი გარბოდი,
ხმა მახსოვს შენი,
ყველაფერი კარგად იქნებაო, რომ მეუბნებოდი
და ჩემს თავს იდებდი გულთან.
ორი წელი გავიდა უკვე
და არაფერია კარგად,
მე შენს ძველ საწოლზე ვზივარ და გხედავ,
ვეღარ გეხები...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები