ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კაკადუ
ჟანრი: პროზა
13 იანვარი, 2009


ფიფქი

ოპლააა, ფრიიი. რა კაია ბზრიალიი. რა ლამაზი კაბა მაცვიაა. გამარჯობა. აი გაგასწარი. აუფ შენ რა მსუქანი ყოფილხარ. შემხედე რა კოხტა ვარ. ერთი ნაკლიც არა მაქვს. ბეეე შენც გაგასწარი მსუქანო. აუფ, ცოტა თავბრუ დამეხვა. ჯობია ბრზიალს მოვეშვა. რა ვქნა ეხლა მე? მოდი გავთხოვდები. რატომაც არა? დიახ მე დღეს უნდა გავთხოვდე. ნეტავ სადაა ჩემი უფლისწული?. არა აქედან არავინ გამომადგება. მოიცა მოიცა აი თვალებს ვხედავ, სახესაც, რა ლამაზი ბიჭია. როგორ მიყურეებს. დიახ მე მიყურებს და არა შენ. მე უფრო ლამაზი და კოხტა ვარ. არა არა ვერ დამასწრებ. ეგ ბიჭი ჩემია. დიახ ზევით ამბობენ რომ თუ აკოცებ პირველი შენი ქმარი გახდებაო. დედა რა ლამაზია ეს ბიჭი, როგორ უღაჟღაზებს ლოყები, რა ცისფერი თვალები აქვს. გაიწი გოგო ჩემია. აი მივუახლოვდი, დაგასწარი. ეხლავე, ეხლავე ვაკოცებ. მპაა. რა საოცაირად ტკბილი და თბილია მისი ტუჩები. დედა ეს რა მემართება სულ დავსველდი. რა სიმხურვალეა? არა არა არ შეიძლება ასე. აუ გაფრთხილება დამავიწყდა ადამიანს არ აკოცოო ასე მხურვალედო.
ზამთარია, საღამოა.
დედა რა ლამაზად თოვს. - ჩაილაპარაკა ბიჭმა, ტუჩები გაილოკა და გზა განაგრძო.
ქალქში თოვლი მოვიდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს